გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პარლამენტში ოთარ კახიძე და ირაკლი ბერაია ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

18-03-2019

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დეპუტატები ოთარ კახიძე და ირაკლი ბერაია ერთმანეთს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებული კანონპროექტის განიხილვის დროს პროცედურებსა და კითხვების დასმასთან დაკავშირებული კამათი და ერთმანეთისთვის შენიშვნების მიცემა ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.


ოთარ კახიძემ ირაკლი ბერაიას ჯერ ფურცლები ესროლა, შემდეგ კი მათ შორის ფიზიკური დაპირისპირება იყო. 


ბერაიას განცხადებით, დეპუტატ ოთარ კახიძეს კომიტეტის სხდომიდან წასვლა სურდა და ასეთი კრეატიული საშუალება ამისთვის მოიფიქრა.

მისი თქმით, კახიძეს, რომელიც კომიტეტის სხდომაზე მის საუბარში ჩაერთო, კორექტულობისკენ მოუწოდა, რასაც ინციდენტი მოჰყვა.


"ვსაუბრობდი, მქონდა კომენტარის გაკეთების სურვილი, შემდეგ კითხვის დასმის, რისი საშუალებაც მან არ მომცა, ჩაერთო საუბარში. მივუთითე კორექტულობისკენ, რასაც ინციდენტი მოჰყვა. თუ მისთვის კორექტულობისკენ მოწოდება არის შეგინება, ჩათვალოს, რომ შეგინებულია", – განაცხადა ბერაიამ.


დეპუტატებმა ჩხუბი მანდატურების ჩარევის შედეგად შეწყვიტეს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031