გაიგე განსხვავებული

პარასკევი, ივნისი 06, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მთავარი პროკურორი თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახთან შეხვედრის მზაობას გამოთქვამს

31-01-2018


საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახთან შეხვედრის მზაობას გამოთქვამს.

 

როგორც მან მედიის წარმომადგენლებთან განმარტა, უწყებაში საქმეზე გამჭვირვალე გამოძიება ტარდება და საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია მიეწოდება.

 

„მე, ზოგადად, ყველასთან შეხვედრისთვის მზად ვარ. ჩვენს საგამოძიებო დანაყოფში მაჩალიკაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებთ ვატარებთ გამოძიებას გამჭვირვალედ. ოჯახს და ოჯახის ადვოკატს აქვს სრული წვდომა გამოძიების მასალებთან და ისინი არიან ინფორმირებულნი გამოძიების მიმდინარეობის შესახებ.

მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები უკვე ჩატარებულია, ჩასატარებელია სხვა  ქმედებები და დანიშნულია ექსპერტიზები. ველოდებით მის შედეგებს- საზოგადოებას მიეწოდება დეტალური ინფორმაცია“-განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

 

 

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30