გაიგე განსხვავებული

ორშაბათი, ივლისი 28, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მასწავლებელის ინფორმაციით, მოზარდებს თავს ორი უცნობი ბიჭი დაესხათ   

1-02-2018


 

თბილისის 35-ე საჯარო სკოლის მასწავლებლების განცხადებით, დაჭრილ მოზარდებს თავს ორი უცნობი პირი დაესხა. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც მეთორმეტე კლასელები რეპეტიტორთან მიდიოდნენ.

 

მათივე თქმით, მოზარდებსა და უცნობებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა.

 

„ორი უცნობი ბიჭი იყო, რომლებიც აგვიხირდნენ რაღაც თემაზეო. კამათი მოჰყვა ამ ახირებას, ბავშვები შეკამათდნენ ერთმანეთში და მერე ისე დაგვჭრეს ამ ბიჭებმა, რომ ვერ მივხვდითო. როდესაც სისხლის დავინახეთ საკუთარ თავზე მერე მივხვდით, რომ დაჭრილები ვართ და ვიღაცამ გადმოგვიყვანა რესპუბლიკურ საავადმყოფოში”-განაცხადა ერთ-ერთმა პედაგოგმა „კურიერთან“ საუბრისას.

 

ორო მოზარდი „წითელ ბაღთან“ გუშინ საღამოს დაჭრეს. ისინი საავადმყოფოში არიან მოთავსებულნი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031