გაიგე განსხვავებული

ოთხშაბათი, აპრილი 09, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
სტალინის გამო ჟურნალისტებმა ერთმანეთს პირდაპირ ეთერში ურტყეს

1-02-2018

ჟურნალისტები სტალინიზმზე კამათის დროს პირდაპირ ეთერში ფიზიკურად დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. ინციდენტი რადიოსადგურ „კომსომოლსკაია პრავდას“ პირდაპირ ეთერში მოხდა.

ჟურნალისტები ნიკოლაი სვანიძე და მაქსიმ შევჩენკო სტალინიზმზე საუბრობდნენ. კერძოდ, დისკუსიის თემა იყო – „არის თუ არა სტალინიზმი დაავადება და საჭიროა თუ მისი მკურნალობა?“

შევჩენკო სტალინს მისი დამპყრობლური პოლიტიკის გამო აქებდა, სვანიძე კი ამბობდა, რომ სტალინმა მილიონობით საბჭოთა ადამიანი გაჟლიტა და ამიტომ ჰიტლერზე უკეთესი არაფრით იყო.

შევჩენკომ განაცხადა, რომ „სვანიძე საბჭოთა ჯარისკაცების საფლავებს შეურაცხყოფს“ და ამის გამო, „ის საცემია“.

ამის შემდეგ ჟურნალისტებს შორის ფიზიკური დაპირისპირება დაიწყო. აღსანიშნავია, რომ სვანიძეც და შევჩენკოც რუსეთის პრეზიდენტთან მოქმედი ადამიანის უფლებათა დაცვის საბჭოს წევრები არიან.

სვანიძემ შევჩენკოს სილა გაარტყა, შევჩენკომ კი რამდენჯერმე მუშტი უთავაზა და ძირს დასცა. მოჩხუბრები დაცვამ გააშველა.

ჟურნალი "სარკე"

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930