გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა მდინარაძე: უკვე ნათელია, ვისგან გადიოდა ჩატებიდან სხვადასხვა გზავნილები, რომელსაც საზოგადოება სატელევიზიო ეთერებიდან იგებდა

26-03-2019

„უკვე ნათელია, ვისი მხრიდან გადიოდა ჩატებიდან სხვადასხვა გზავნილები, რომელსაც საზოგადოება სატელევიზიო ეთერებიდან იგებდა” - აცხადებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერი მამუკა მდინარაძე


მისი თქმით, ეს არ იყო სპიკერებისთვის გასაგზავნი მესიჯი. ამ მესიჯებს ის დეპუტატ ნინო წილოსანს უგზავნიდა და შემთხვევით ეკა ბესელიას გაუგზავნა.

„15 საათსა და 38 წუთზე გაიგზავნა ეს მესიჯი შეცდომით - ნინო წილოსანთან გასაგზავნი, ეკა ბესელიასთან. ეკამ ვერ გაუძლო ელემენტარულ ტესტს, შეიძლება ადვილად ვივარაუდოთ, მთელი ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში და შეიძლება წლების განმავლობაშიც, ვინ დარბოდა რუსთავი 2-თან მესიჯებით და ვის გაჰქონდა შიდა მესიჯები გარეთ. თუმცა ასევე შემიძლია გითხრათ, რომ არაფერი ისეთი იქ არ ეწერა, იყო მთელი დღის ამონაკრები, თუ რა მესიჯები გახმოვანდა ჩვენი მხრიდან. ნინო წილოსანმა მკითხა, თუ რა გახმოვანდა ჩვენი მხრიდან, რადგან მან ვერ მიადევნა თვალყური, ვუთხარი რომ ჩამოწერილი გვქონდა და გადავუგზავნიდი. შეცდომით ეს გაიგზავნა ეკა ბესელიასთან. მას ახლა ახალი საქმე მიეცა და ეს გამოადგა აქტუალიზაციისათვის და აგრძელებს ჩვეულ სტილში. წარმოუდგენელია იმ აბსურდის მტკიცება, რომ მე გავუგზავნე ეს ირაკლი კობახიძეს და მან გაახმოვანა.


ელემენტარულ ტესტს ვერ გაუძლო და ადვილად ვივარაუდებთ თუ ვის და როგორ გაჰქონდა მესიჯები გუნდიდან. რამდენიმე წუთში გავარდა და ტელევიზიებს ეს ამბავი მოუყვა. ამას ალბათ ადრეც გააკეთებდა.


აქედან გამომდინარე, იუმორისტულ შოუში მოვყვები ამ ამბავს დიდი სიამოვნებით, რადგან მართლა უხერხულობის მომენტია და ყველას შემთხვევია ასეთი რამ“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, როგორ ვითარდება ქვეყანა?

სხვა გამოკითხვები

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2019    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031