გაიგე განსხვავებული

პარასკევი, აგვისტო 01, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სოფო ქაცარავა: საქართველო უფრო და უფრო წინ მიიწევს

29-03-2019

"რამდენიც არ უნდა ილაპარაკოს ოპოზიციამ, რომ საქართველო გამქრალია რადარებიდან, შედეგი გვაქვს აბსოლუტურად განსხვავებული"-ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო ქაცარავამ განაცხადა.


მისი თქმით რეალობა არის ის, რომ საქართველო უფრო და უფრო წინ მიიწევს, პროგრესირებს და ამას საერთაშორისო საზოგადოება და პარტნიორები აღიარებენ.
„ჩვენ გვაქვს ფაქტები და არა მხოლოდ სიტყვები. რამდენიც არ უნდა ილაპარაკოს ოპოზიციამ რომ საქართველო გამქრალია რადარებიდან, შედეგი გვაქვს აბსოლუტურად განსხვავებული. რეალობა არის ის, რომ საქართველო სულ უფრო და უფრო წინ მიიწევს, პროგრესირებს, ამას აღიარებს საერთაშორისო საზოგადოება და ჩვენი პარტნიორები, ეს გამოიხატება მათ პოლიტიკურ მხარდაჭერაში, პრაქტიკულ თანამშრომლობაში და ეს ეხება ევროკავშირს, ნატოს, ამერიკის შეერთებულ შტატებს, და ყველა იმ ქვეყანას, რომელთანაც ჩვენ გვაქვს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა და ეს კავშირები სულ უფრო და უფრო მყარდება - ყველა ჩვენთვის პრიორიტეტული მიმართულებით“,- განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031