გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები უცხოური პრესა
«The New York Times» (აშშ): რუსეთის მიერ შეკვეთილი მკვლელობა-მოსკოვის შურისძიება საქართველოში ომის დროს ჩამოგდებული თვითმფრინავების გამო

3-04-2019

„უკრაინის ქალაქ როვნოში გრძელდება სასამართლო პროცესი რუსეთის მოქალაქის ოლეგ სმოროდინოვის წინააღმდეგ. იგი უკრაინის არმიის ყოფილი ოფიცრის ივან მამჩურას მკვლელობაშია ეჭვმიტანილი, რომელიც სამხედრო სამსახურიდან წასვლის შემდეგ როვნოს საპყრობილეში ელექტრიკოსად მუშაობდა.


მკვლელობა 2016 წლის 16 სექტემბერს მოხდა. სხვათა შორის, ივან მამჩურაც და ოლეგ სპირიდონოვიც მონაწილეობას იღებდნენ დონბასის კონფლიქტში იმ განსხვავებით, რომ სმორიდონოვი ადგილობრივი ბოევიკების მხარეზე იბრძოდა, მომჩურა კი - პირიქით“, - ნათქვამია გავლენიანი ამერიკული გამოცემის, «The New York Times»-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში.„უკრაინის ქალაქ როვნოში გრძელდება სასამართლო პროცესი რუსეთის მოქალაქის ოლეგ სმოროდინოვის წინააღმდეგ. იგი უკრაინის არმიის ყოფილი ოფიცრის ივან მამჩურას მკვლელობაშია ეჭვმიტანილი, რომელიც სამხედრო სამსახურიდან წასვლის შემდეგ როვნოს საპყრობილეში ელექტრიკოსად მუშაობდა. მკვლელობა 2016 წლის 16 სექტემბერს მოხდა. სხვათა შორის, ივან მამჩურაც და ოლეგ სპირიდონოვიც მონაწილეობას იღებდნენ დონბასის კონფლიქტში იმ განსხვავებით, რომ სმორიდონოვი ადგილობრივი ბოევიკების მხარეზე იბრძოდა, მომჩურა კი - პირიქით“, - ნათქვამია გავლენიანი ამერიკული გამოცემის, «The New York Times»-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში.


საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი NSP.GE გთავაზობთ მაიკლ შვირცის ავტორობით გამოქვეყნებული მასალის ქართულენოვან რეზიუმეს:


ჟურნალისტმა გამოარკვია, რომ მკვლელობა რუსეთის ფედერაციის სპეცსამსახურების შურისძიებას წარმოადგენს, რუსეთ- საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის მოვლენებთან დაკავშირებით.


როგორც პუბლიკაციაშია აღნიშნული, ოლეგ სმოროდინოვი არ იყო პროფესიული მზვერავი და „ელიტური მკვლელი“ განსასჯელის მტკიცებით, მას არასდროს უმსახურია რუსეთის უშიშროების ორგანოებში, თუმცა მრავალი წელი გაატარა ციხეში ორგანიზებული დანაშაულებრივ ჯგუფებში მონაწილეობის, მექრთამეობისა და ფულის გამოძალვის გამო. მონაწილეობდა ტრეფიკინგშიც.


2015 წელს ოლეგ სმოროდინოვი დაიჭრა და მკურნალობის შემდეგ მოსკოვში დასახლდა, მუშაობდა იარაღით მოვაჭრე ფირმაში. ერთ დღეს მან გაიგო, რომ რუსული ორგანიზაცია „ვაგნერი“ დაქირავებულ მოხალისეებს აგროვებდა სირიაში გასაგზავნად. მან გაიცნო პიროვნებები, რომლებმაც „ვაგნერთან“ დააკავშირეს... მოხდა შეხვედრა ლუბიანკაზე, „ფე-ეს-ბე“-ს შენობასთან მდებარე კაფეში. საბოლოოდ, სირიის ნაცვლად, ოლეგი უკრაინაში, როვნოში გაგზავნეს ივან მამჩურას მოსაძებნად. როგორც განსასჯელი ამტკიცებს, მასთან ერთად ჯგუფში კიდევ ხუთი ადამიანი იყო, მის მოვალეობას მხოლოდ თვალ-ყურის დევნება წარმოადგენდა და ფიქრობდა, რომ მკვლელობას ჯგუფის სხვა წევრი განახორციელებდა. ერთხელაც ოლეგ სპირიდონოვმა მოსკოვიდან შეტყობინება მიიღო, რომ ივან მამჩურა სწორედ მას უნდა მოეკლა. დავალების შესრულების შემდეგ იგი მოსკოვში გაფრინდა, სადაც ფული გადაუხადეს. ოლეგ სპირიდონოვი დააკავეს იმ დროს, როცა იგი უკრაინაში დაბრუნდა თავის ყოფილ საყვარელ ქალთან, მან კი ადგილობრივ სამართალდამცველებს შეატყობინა...
The New York Times-ის კორესპონდენტი შეხვდა და ესაუბრა ოლეგ სმოროდინოვის ყოფილ მეგობრებს და ნაცნობებს. ჟურნალისტმა მოახერხა მიეღო განსასჯელის აქაუნთების კოდები ინტერნეტში და იპოვა სია, რომელიც ხუთი ადამიანის გვარ-სახელი იყო შეტანილი.


„ვვარაუდობდი, რომ სიაში ის პირები იყვნენ, რომლებსაც დონბასის კონფლიქტთან კავშირი ჰქონდათ, მაგრამ მოულოდნელად აღმოვაჩინე, რომ მათ კიდევ ერთ რუსულ ომთან ჰქონდათ კავშირი - საქართველო-რუსეთის ომთან“, - წერს მაიკლ შვირცი და საქართველოში გადახდენილ ამბავს იხსენებს.


„2008 წლის აგვისტოს დასაწყისში მე მოსკოვიდან თბილისში ჩავედი რუსეთსა და საქართველოს შორის დაწყებული სამხედრო კონფლიქტის გასაშუქებლად. ომს ადრე პირადად არასოდეს არ მოვსწრებივარ და რადგანაც მოვლენების კარგად გაშუქება მინდოდა, მე და ჩემმა ფოტოგრაფმა მძღოლი დავიქირავეთ, რათა ფრონტის ხაზთან რაც შეიძლება ახლოს მივსულიყავით. გზაზე ქართველმა პოლიციელებმა გაგვაჩერეს და გვითხრეს, რომ რუს ჯაშუშებს ეძებდნენ. ზუსტი ქრონოლოგიით ვერ ვიტყვი, რაც მაშინ მოხდა, მაგრამ მახსოვს - როგორც კი მანქანიდან გადმოვედი პოლიციის ოფიცრებთან დასალაპარაკებლად, იქვე მდგარმა საზენიტო ბატარეამ რუსეთის ბომბდამშენს სროლა დაუწყო. ცაში ავიხედე, რომ თვითმფრინავი დამენახა. უცებ საშინელი სტვენა გაისმა, რომელიც სულ უფრო ძლიერდებოდა. მეგონა, რომ ყურები დამისკდებოდა. იქვე თხრილში ჩავხტი და ბომბების ძლიერი აფეთქების ხმაც გავიგონე. გამოჩნდა რუსული „სუ-25“-ების ესკადრილია, რომელიც ირგვლივ ყველაფერს ბომბავდა... 


ერთ ფაქტს მივაქციე ყურადღება: საზენიტო ბატარეა ცაში განუწყვეტლივ ისროდა და დავინახე, თუ როგორ გაუჩნდა ცეცხლი ერთ-ერთ „სუ-25“-ს, მან ქაღალდის ფურცელივით ფარფატი დაიწყო და მიწაზე ჩამოვარდა...


ომი სულ ხუთი დღე გრძელდებოდა და რუსეთის სრული გამარჯვებით დასრულდა, თუმცა ამ კონფლიქტმა რუსული სპეცსამსახურების სირცხვილიც გამოამჟღავნა: მრავალი წლის წინათ უკრაინამ საქართველოს საიდუმლოდ მიჰყიდა რთული საზენიტო-სარაკეტო სისტემები, რითაც საკმაოდ ეფექტური თავდაცვა უზრუნველყო - ანუ ის, რის მომსწრეც მე გავხდი. რუსეთის ოფიციალურ პირებს არ სჯეროდათ, რომ ქართველ სამხედროებს რთული სარაკეტო სისტემების მართვა შეეძლოთ, მათ ამის გამოცდილება არ ჰქონდათ. შესაბამისად, რუსებმა ეჭვი უკრაინელებზე მიიტანეს - ისინი დაეხმარებოდნენო. ვლადიმერ პუტინისათვის, რომლისთვისაც რუსები და უკრაინელები „ერთი ხალხი“ იყო, ეს ფაქტი „სისხლიან ღალატს“ უდრიდა. „ჩვენ არ ვიცით, თუ კონკრეტულად ვინ გადაწყვიტა უკრაინაში საქართველოსათვის ტექნიკის გადაცემა და კონფლიქტის დროს დახმარების გაწევა, მაგრამ ვინც არ უნდა იყოს იგი, მან უდიდესი შეცდომა ჩაიდინა“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა ომის დასრულების შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე, - „ის, რომ ომში გამოყენებული იარაღი უკრაინელი სპეციალისტების მიერ იმართებოდა, ეს დანაშაულია... ჩვენ შევეცდებით ის ადამიანები ვიპოვოთ და მათთან „კონტაქტი დავამყაროთ“.


უკრაინის რეგიონების პარტიამ, რომელიც მაშინ ხელისუფლებას [ვიქტორ იუშენკოს] ოპოზიციაში ედგა, საკუთარი გამოძიება მოაწყო და გამოქვეყნა იმ უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეების ვინაობა, რომლებსაც მომხდართან ჰქონდათ კავშირი. ერთ-ერთის სახელს ოლეგ სმოროდინოვის სიაში მეოთხე ნომრად მყოფი პიროვნების ვინაობა დაემთხვა, რომელსაც მიწერილი ჰქონდა - „მონაწილეობდა სამხედრო მოქმედებებში“. სიაში მეოთხე ნომრად კი სწორედ ივან მამჩურა იყო. უკრაინის ოფიციალურმა პირებმა მოკლედ თქვეს, რომ იგი მართლაც იმყოფებოდა საქართველოში, მაგრამ რაიმე დეტალებზე არ უსაუბრიათ. ივან მამჩურას მეუღლემ ჩემთან შეხვედრაზე უარი განაცხადა, მაგრამ ვესაუბრე როვნოს საპყრობილეს თანამშრომელს სერგეი კლიმჩუკს, რომელმაც მითხრა, თუ რა სასიამოვნოდ ჰყვებოდა მომჩურა საქართველოში ყოფნის ამბავს და ამბობდა, ქართველები კარგი მეომრები არიანო.


საბოლოოდ, უკრაინის ოფიციალური პირები იძულებულნი გახდნენ ეთქვათ, რომ ივან მომჩურა  რუსეთ-საქართველოს ომის დაწყების დროს მართლაც იყო საქართველოში, უკრაინის არმიის სპეციალური ოპერაციების მე-3 პოლკის მეთაურის სტატუსით - იმ ელიტური სამხედრო ქვედანაყოფისა, რომელიც ერაყსა და ავღანეთში მიმდინარე სამხედრო მოქმედებებში მონაწილეობდა. ამავე დროს ყველა ამტკიცებდა, რომ არც ივან მამჩურას და არც სხვებს საქართველოში ყოფნის დროს ბრძოლებში მონაწილეობა არ მიუღიათო. იური ეხანუროვი, რომელიც იმ დროს უკრაინის თავდაცვის მინისტრი იყო, ამბობს, რომ როგორც კი ომი დაიწყო, იმ წუთში გასცა ბრძანება სამხედრო მოსამსახურეების უკან დაბრუნებაზე.


თუმცა კრემლმა ეს ყველაფერი თავისებურად წარმოადგინა: ომის შემდეგ რუსულმა სახელმწიფო ტელევიზიამ დაიწყო ფართომასშტაბიანი პროპაგანდიტული კამპანია, არკადი მამონტოვის მიერ გადაღებული ფილმის ჩათვლით. ფილმის ავტორი პირადად ბრალს სდებს ერთ-ერთ უკრაინელს, რომ იგი ომის დროს რუსულ თვითმფრინავებს ესროდა: „რუსები და უკრაინელები ძმები არიან, თქვენ კი რუს მფრინავებს ხოცავდით“.


რა ბედი ელოდება ოლეგ სმოროდინოვს? იგი იმედოვნებს, რომ იმ რომელიმე უკრაინელზე გაცვლიან, რომლებიც რუსეთის ციხეებში სხედან, მაგრამ დრო გადის და მოსკოვი მის მიმართ ყურადღებას არ იჩენს. „სმოროდინოვს არ ესმის, რომ იგი აღარვის არ ჭირდება“, - მეუბნება უკრაინის ეროვნული პოლიციის ხელმზრვანელი სერგეი კნიაზევი, - ის უკვე დავიწყებულია, გასროლილი ტყვიის მსგავსად ჩამოწერეს. თუმცა ჩვენს მტერ რუსეთს მსგავსი ადამიანები რეზერვში ბევრი ჰყავს“.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930