გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სენაკის მერიაში დღეს თათბირი ჩატარდა

4-04-2019

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის სხდომათა დარბაზში თათბირი ჩატარდა, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერი, ლევან კუპრეიშვილი უძღვებოდა. მერმა სტრუქტურული ერთეულებისა და მუნიციპალური ორგანიზაციების ხელმძღვანელებს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს მეტი მობილიზაციისა და პასუხისმგებლობისკენ მოუწოდა. თათბირს მერის მოადგილე, კახაბერ კუპრეიშვილი, მერიის სამსახურებისა და განყოფილებების ხელმძღვანელები, მერის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში და მუნიციპალური ა(ა).ი.პ-ების დირექტორები დაესწრნენ. 


ლევან კუპრეიშვილმა მოისმინა ინფორმაცია პროექტის ,,ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება ეფექტიანი მმართველობისთვის“ შესახებ, რომელსაც საერთაშორისო ორგანიზაცია ,,World Vision საქართველო“ მიმდინარე წლის პირველი თებერვლიდან ახორციელებს. ამ მიმართულებით მუნიციპალიტეტის მერიაში პირველი სამუშაო შეხვედრა უკვე შედგა. პროექტის მიზანია ოჯახსა და მის გარეთ ბავშვთა ძალადობის ყველა ფორმისგან დაცვის ხელშეწყობა. მუნიციპალიტეტის მერი გაეცნო 9 აპრილს დაგეგმილ აქტივობებს, მოისმინა ინფორმაცია ინფრასტრუქტურული პროექტების, სტიქიის შედეგად დაზიანებულ ობიექტებზე განხორციელებული, მიმდინარე და ჩასატარებელი სარეაბილიტაციო სამუშაოების, ზედამხედველობითი ღონისძიებების მიმდინარეობის, გამოცხადებული ტენდერების, ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებული მდგომარეობის, ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ დაფინანსებული პროექტების შესახებ. ლევან კუპრეიშვილმა წარმომადგენლებს მისცა მითითება ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებული პრობლემების დროულად და ეფექტურად მოგვარების თაობაზე, ასევე დაავალა მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურთან ერთად მაქსიმალური კონტროლი გაუწიონ სოფლად მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს.


თათბირზე ყურადღება გამახვილდა მიმდინარე წლის იანვრის თვიდან დაწყებული წითელას ეპიდაფეთქების ლიკვიდაციისკენ მიმართული აცრების კამპანიაზე, რომლის ფარგლებში, მიუხედავად განხორციელებული და მიმდინარე ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებებისა, მოსახლეობის დიდ ნაწილს კვლავაც სჭირდება წითელას საწინააღმდეგო გეგმიური და არაგეგმიური იმუნიზაცია.


„მინდა, ყველას მოვუწოდო, ჩაიტარონ აცრები, რომ პრევენცია მოვახდინოთ და დაავადება არ გავრცელდეს. ვაქცინა და მომსახურება უფასოა“ – განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა.


დღევანდელ სამუშაო შეხვედრაზე დაისახა მუნიციპალიტეტის წინაშე არსებული გამოწვევების გადაჭრის გზები, ასევე სამუშაო გეგმათა განხორციელების კონცეფციები.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, როგორ ვითარდება ქვეყანა?

სხვა გამოკითხვები

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2019    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031