გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ვანო ზარდიაშვილი: ჩემ კოლეგებს საქართველოს მოსახლეობა შეცდომაში განზრახ შეჰყავს

4-04-2019

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ვანო ზარდიაშვილი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც პარლამენტარები თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიას უსმენენ, ოპოზიციის მხრიდან სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის ,,დელტას“ მიმართ გახმოვანებულ ბრალდებებს ეხმიანება.

დეპუტატი კოლეგებს ურჩევს, კანონი წაიკითხონ, სადაც მკაფიოდ არის განმარტებული, რომ სამხედრო და ორმაგი დანიშნულების წარმოებასთან დაკავშირებული ყველა კომპონენტი და საკითხი საიდუმლოა.


,,ჩემ კოლეგებს საქართველოს მოსახლეობა განზრახ შეჰყავს შეცდომაში. მარტივი ლოგიკა თუ არ გააჩნიათ, კანონი მაინც წაიკითხონ, სადაც მკაფიოდ არის განმარტებული, რომ სამხედრო და ორმაგი დანიშნულების წარმოებასთან დაკავშირებული ყველა კომპონენტი და საკითხი საიდუმლოა. კითხვა მე აქ უფრო იმ მიმართულებით მიჩნდება- რატომ ხდება ჩვენი სამხედრო წარმოების საიდუმლო ინფორმაციის გახმოვანება? ასეთი არაპროფესიონალიზმი და საკითხში შეურაცხმყოფელია. წინა ხელისუფლების პირობებში „დელტა“-ს გაყიდვები ნულს უტოლდებოდა, დღეს კი „დელტას“ პროდუქცია სხვადასხვა ქვეყნებში გადის. ამერიკაში გაიყიდა ჩვენი სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა. არაა გასაკვირი, რომ ოპოზიციას ეს წარმატება ნეგატიური ტყუილებით უნდათ რომ გადაფაროს“,- განაცხადა ვანო ზარდიაშვილმა.


დეპუტატის თქმით, „თბილავიამშენის“ დირექტორი არის კორნელის უნივერსიტეტის წარჩინებული კურსდამთავრებული, ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრი და მისი გადმოყვანა თბილავიამშენში დიდი ძალისხმევის შედეგად მოხდა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930