2-02-2018
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, იმ განცხადებების მიხედვით, რომელიც კეთდება, არაა გამორიცხული, რომ გიორგი მარგველაშვილმა წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო.
ამის შესახებ კალაძემ დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„არ არის გამორიცხული, რომ მას დაეწყო წინასაარჩევნო კამპანია, იმ განცხადებების მიხედვით, რასაც ვისმენთ. თუმცა ნარკოპოლიტიკას რაც შეეხება, რა თქმა უნდა, ცვლილებები ნამდვილად არის საჭირო, ამაზე მუშაობა დაწყებულია და საკმაოდ ბევრი იქნება სამუშაო იმიტომ რომ ძალიან ძალიან სენსიტიუური და საფრთხილო მიმართულებაა“- განაცხადა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ უმრავლესობის ვარაუდით, მარგველაშვილმა ინიციატივით, რომელიც არაძალადობრივ დანაშაულებებთან მიმართებით შეწყალების წესის ცვლილებასა ეხება, მან წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო.
15-05-2025