გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გახარია შეწყალების წესის ცვლილებაზე: იმ შემთხვევაში თუ ეს ეხება ნარკორეალიზატორებს, რა თქმა უნდა, ჩვენ ვიქნებით კატეგორიულად წინააღმდეგი

2-02-2018

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია შეწყალების წესის ცვლილებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის ინიციატივას აფასებს.
მისი განცხადებით, ნარკომოხმარების მიმართულებით კანონმდებლობის ჰუმანურობასთან დაკავშირებით ნაბიჯებს მთავრობაც დგამს და აქ წინააღმდეგობა არ არსებობს. როგორც მინისტრი დასძენს, იმ შემთხვევაში თუ ინიციატივა ნარკორეალიზატორებს შეეხებათ, უწყება კატეგორიულად წინააღმდეგი იქნება.

„ჩვენ გვაქვს გეგმა და კონკრეტული შეთავაზება საკანონმდებლო ცვლილებით ნარკომოხმარების მიმართულებით, თუ როგორ გახდეს კანონმდებლობა უფრო ჰუმანური და აქ წინააღმდეგობას ვერ ვხედავთ. იმ შემთხვევაში თუ ეს ეხება ნარკორეალიზატორებს, რა თქმა უნდა, ჩვენ ვიქნებით კატეგორიულად წინააღმდეგი. ჩვენი ჰუმანურობა არ უნდა გახდეს რისკისშემქმნელი წახალისების მიმართულებით. თუ საქმე ეხება ნარკორეალიზატორებს, ჩვენ უკვე ვდგამთ ნაბიჯებს წინ და ჰუმანური მიდგომა სახელმწიფოს მხრიდან სახეზეა. თუ თქვენ შეხედავთ სტატისტიკას, ნახავთ, რომ ფაქტობრივად, მსჯავრის გამოტანა აღარ ხდება. 
შეიძლება დაიწყო პრეზიდენტმა საარჩევნო კამპანია, შეიძლება არც... ეს მისი ნებაა. თუ დაიწყო, ალბათ ნაადრევად“-განაცხადა მინისტრმა.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ინიციატივით, შეწყალების კომისიამ სასჯელის ვადის კრიტერიუმების გარეშე უნდა განიხილოს იმ მსჯავრდებულთა თხოვნა, რომლებმაც ჩაიდინეს ნარკოტიკული დანაშაულებები, გარდა ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების გასაღებისა, ასევე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერებების შეძენა-შენახვისა და მათი შემოტანა - ტრანზიტისა.
შეწყალების კომისიამ, ასევე არსებითად უნდა განიხილოს იმ პირთა შეწყალების თხოვნა, რომლებიც გასამართლებულები არიან 381-ე მუხლით და მათ სასჯელი დაეკისრათ "ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეზღუდვების დარღვევის საფუძველზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930