გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ უნდა შემოვიერთოთ ჩვენი ძმები და დები, ჩვენ უნდა დავიბრუნოთ ჩვენი აფხაზეთი

6-04-2019

თუ ჩვენ ჩვენს აფხაზ დებს და ძმებს არ ვაჩვენეთ, რომ ვართ სტაბილურად, რომ ვვითარდებით, რომ ვართ ძლიერები, რომ ვართ ერთიანი, ჩვენ მათ ვერ დავარწმუნებთ იმაში, რომ დადგა დრო გაერთიანების - ამის შესახებ დღეს „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ზუგდიდში მერობის კანდიდატის წარდგენაზე განაცხადა.


„მინდა ვისაუბრო ჩვენს შემდეგ გამოწვევაზე, რომელზეც პრემიერს არა ერთხელ უსაუბრია, ეს არის ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიები. სულ რამდენიმე კილომეტრში ჩვენი ტკივილი და ჩვენი სიამაყე აფხაზეთია. აქაც მინდა იგივე გავიმეორო, რომელიც უკვე ვახსენე, თუ ჩვენ ჩვენს აფხაზ დებს და ძმებს არ ვაჩვენეთ, რომ ვართ სტაბილურად, რომ ვვითარდებით, რომ ვართ ძლიერები, რომ ვართ ერთიანი, ჩვენ მათ ვერ დავარწმუნებთ იმაში, რომ დადგა დრო გაერთიანების. ამიტომ ეს უნდა გვახსოვდეს, ჯერ ჩვენ უნდა გავერთიანდეთ, ჩვენ ყველანი უნდა გავერთიანდეთ, საზოგადოება უნდა გაერთიანდეს საერთო მიზნის გარშემო და ეს მიზანი უნდა იყოს ერთიანი, ძლიერი სახელმწიფო,ამის შემდე ჩვენ უნდა შემოვიერთოთ ჩვენი ძმები და ჩვენი დები, ჩვენ უნდა დავიბრუნოთ ჩვენი აფხაზეთი“ - განაცხადა ღარიბაშვილმა.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, როგორ ვითარდება ქვეყანა?

სხვა გამოკითხვები

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2019    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930