6-04-2019
თელავის მერის მოადგილემ, ალექსანდრე საჩიშვილმა თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. სამსახურიდან წასვლის მიზეზად კი ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები დაასახელა.
საჩიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს რამდენიმე წელი ძალოვან უწყებაში მუშაობდა. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე კი, თელავის გამგებლის მოადგილის პოსტი დაიკავა. ჯერჯერობით უცნობია, ვინ შეცვლის ალექსანდრე საჩიშვილს.
13-01-2025