2-02-2018
შინაგან საქმეთა სამინისტრო 5 თებერვლის უწყებათაშორის სხდომაზე სკოლებში არსებული პრობლემების აღმოსაფხვრელად კონკრეტულ გეგმას წარადგენს.
ამის შესახებ მედიის წარმომადგენლებთან მინისტრმა გიორგი გახარიამ ისაუბრა.
„შინაგან საქმეთა სამინისტრო განათლების სამინისტროსთან ერთად ახორციელებს იმ გეგმას, რაც იქნა დაპირებული წინა სამწუხარო შემთხვევის დროს. 5 თებერვალს უწყებათაშორის სხდომაზე წარმოდგენილი იქნება კონკრეტული რეფორმები. შსს საპატრულო პოლიციის მეშვეობით, უფრო აქტიურ პატრულირებას აწარმოებს სკოლების ირგვლივ და მინდა დაგარწმუნოთ, რომ ამას თავისი შედეგები უკვე აქვს მიუხედავად იმ სამწუხარო შემთხვევებისა, რომლებიც მაინც ხდება“-განაცხადა გიორგი გახარიამ.
შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ „წითელ ბაღში“ სამი მოზარდი დაჭრეს. მანამდე კი ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის დაპირისპირებას სკოლის ორი მოსწავლის სიცოცხლე ემსხვერპლა.
15-05-2025