გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პარლამენტის გადაწყვეტილებით, სკოლებში გამოსაშვები გამოცდები გაუქმდა

8-04-2019

პარლამენტმა რიგგარეშე სხდომაზე, განმეორებით ჩატარებული კენჭისყრის შედეგად, სკოლებში გამოსაშვები გამოცდების გაუქმების შესახებ მთავრობის საკანანმდებლო ინიციატივა დაამტკიცა.

“ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე 80 ხმით, მესამე მოსმენით მიიღეს. რვა დეპუტატმა ხმა წინააღმდეგ მისცა.

პროექტის თანახმად, უქმდება სკოლის გამოსაშვები გამოცდები, რაც სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის - ატესტატის ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის დაძლევის შემდგომ გაცემას გულისხმობს.


“ზოგადი განათლების შესახებ“ კანონს გარდამავალი დებულებების სახით ემატება ნორმა, რომლის თანახმად, იმ პირების სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩაბარების ვალდებულებისაგან გათავისუფლება ხდება, რომლებმაც სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი ვერ მოიპოვეს. კერძოდ კი, პირებზე, რომლებმაც 2018-2019 სასწავლო წლის დაწყებამდე ზოგადი განათლების საშუალო საფეხური დაძლიეს, მაგრამ სკოლის გამოსაშვებ გამოცდებში მონაწილეობა არ მიუღიათ, სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი - ატესტატი გაიცემა. ატესტატი ასევე გაიცემა პირებზე, რომლებმაც სკოლის გამოსაშვებ გამოცდებში მონაწილეობა მიიღეს, მაგრამ ატესტატის მოპოვებისათვის საჭირო საგნებში დადებითი შეფასება ვერ დააგროვეს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031