გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ასაკოვან ბიბლიოთეკარებს „წიგნის მცველის“ სტატუსი მიენიჭებათ

10-04-2019

ასაკოვან ბიბლიოთეკარებს "წიგნის მცველის" სტატუსი მიენიჭებათ, ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ, სოფიო ხუნწარიამ დედაქალაქის მთავრობის სხდომის ფარგლებში განაცხადა. მისივე თქმით, ბიბლიოთეკარებს ტესტირება აღარ ჩაუტარდებათ.


"რაც შეეხება გადამზადებას და გამოცდებს, თქვენ იცით, რომ ერთწლიანი მოლაპარაკებები გვქონდა ამ მიმართულებით ბიბლიოთეკარებთან და შევთანხმდით, იმასთან დაკავშირებით, რომ ტესტირების გარეშე გადმოვლენ ისინი თბილისის მულტიფუნქციურ ბიბლიოთეკებში.

ბუნებრივია გადამზადება იქნება, იმიტომ რომ ჩვენ უნდა განვვითარდეთ და სერვისები ვითარდება. რაც შეეხება ტესტირებას, ამ ტიპის ტესტირება არ ჩატარდება, უფრო სხვა ტიპის რეგულაციებზე გვექნება საუბარი, თუმცა ეს იქნება რეფორმის შემადგენელი ნაწილი, რომელსაც ჩვენ ეტაპობრივად განვახორციელებთ",- განაცხადა ხუნწარიამ.


თბილისის მერის განცხადებით კი ბიბლიოთეკების რეფორმის ფარგლებში თანამშრომლების გაშვება არ იგეგმება, თბილისს კი ორი ახალი ბიბლიოთეკა შეემატება. კახა კალაძის თქმით, იწყება რეფორმა, რომლის მიხედვითაც ბიბლიოთეკები მედიათეკებში გადავა, რადგან დღეს ბიბლიოთეკებში მძიმე მდგომარეობაა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930