10-04-2019
თურქული გამოცემა «Cumhuriyet» ვრცელ სტატიას აქვეყნებს, სადაც გაანალიზებულია რეგიონში და არა მხოლოდ რეგიონში დღეს არსებული ვითარება.თურქული გამოცემა «Cumhuriyet» ვრცელ სტატიას აქვეყნებს, სადაც გაანალიზებულია რეგიონში და არა მხოლოდ რეგიონში დღეს არსებული ვითარება.
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი NSP.GE გთავაზობთ მეჰმეთ ალი გიულერის ავტორობით გამოქვეყნებული მასალის ქართულენოვან ვერსიას:
ნატოს წევრი 29 ქვეყნის წარმომადგენლებმა, რომლებიც ვაშინგტონში ალიანისის დაარსების 70 წლისთავის აღსანიშნავად იყვნენ შეკრებილნი, ერთობლივი განცხადება მიიღეს, რომელიც რუსეთის წინააღმდეგაა მიმართული - ნატოს სამიზნეში მოსკოვი მოჩანს.გამოაცხადა რა რუსეთი „მთავარ საფრთხედ“, ალიანსმა უახლოეს მომავალში შავი ზღვა მოსკოვთან ბრძოლის არენად აირჩია. შესაბამისად, ნატომ შავ ზღვაზე ანტირუსული ზომების „პაკეტიც“ მიიღო.
ნატო-რუსეთის ფრონტები, მაიკ პომპეოს აზრით...
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს მიერ გაკეთებული განცხადებები იმის სიგნალს გვაძლევს, თუ რომელ ფრონტებზე იქნება ნატოს ყურადღება გამახვილებული: „ვლლადიმერ პუტინს იმპერიალიზმის შესახებ ბნელი ზრახვები ამოძრავებს. საქართველოში და უკრაინაში სამხედრო შეჭრის ფაქტებიდან, სირიისა და ვენესუელის ამბებში ჩარევიდან გამომდინარე, მოსკოვის გეგმები აშკარა ხდება. ვლადიმერ პუტინს სურს ჩვენს ალიანსში განხეთქილება შეიტანოს და შეასუსტოს ჩვენი სწრაფვა დემოკრატიის მხარდაჭერისაკენ“.
მაგრამ განა თვითონ აშშ არ „შეიჭრა“ საქართველოსა და უკრაინაში, რომ ეს ქვეყნები რუსეთის წინააღმდეგ გამოეყენებინა? გავიხსენოთ აშშ-ის ექს-პრეზიდენტის ბარაკ ობამას აღიარება, თუ რა როლი შეასრულა ვაშინგტონმა უკრაინაში ხელისუფლების შესაცვლელად - ფაქტი ჯიუტია: „ვლადიმერ პუტინისთვის ანაზდეული აღმოჩნდა უკრაინაში დაწყებული მზარდი პროტესტები, ჩვენს მიერ შუამავლის როლის განხორციელების დროს“ („სი-ენ-ენი“, 2015 წლის 3 თებერვალი).
სირიაშიც და ვენესუელაშიც რუსეთი კი არ ჩაერია, არამედ ამერიკის შეერთებული შტატები! აშშ ეცა სირიას, რომ მასში სამოქალაქო ომი გაეჩაღებინა და ქვეყანა დაენაწილებინა, ვენესუელაში კი ვაშინგტონი აგერ უკვე რამდენიმე თვე ცდილობს ხელისუფლებაში თავისი კანდიდატი დასვას.
რუსეთი კი სირიასა და ვენესუელაში ცივილიზებულად მოიქცა - მხარი დაუჭირა ლეგიტიმურ ხელისუფლებას და იმის წინააღმდეგ გამოვიდა, რომ აშშ-მა შეთქმულებები მოუწყო საქართველოს და უკრაინას.
აშშ-ისა და რუსეთის სტრატეგიული ბრძოლა
საბჭოთა კავშირის დაშლასთან ერთად ვაშინგტონის იმ სტრატეგიაში, რომელიც პოსტ-საბჭოთა რესპუბლიკებში დამკვიდრებას ითვალისწინებდა, რუსეთის წინააღმდეგ მოქმედების გეგმაც იგულისხმებოდა, მის საზღვრებს გარეთ. ამ მიზნით აშშ-ის ინიციატივით ნატოში [და ევროკავშირში] მიღებულნი იქნენ ბალტიისპირეთისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები, რითაც რუსეთი დასავლეთიდან შეავიწროვეს. კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში დამკვიდრების მცდელობით ვაშინგტონი და ბრიუსელი რუსეთის სამხრეთიდან ზეწოლას ცდილობდნენ.
საბოლოო ჯამში, რუსეთისა და აშშ-ის სტრატეგიული ბრძოლა უკვე 30 წელია მიმდინარეობს: პირველი 15 წლის განმავლობაში რუსეთი ძირითადად უკან იხევდა, ხოლო მომდევნო 15 წელიწადში მოსკოვი შეტევაზე გადავიდა და აშშ შეაჩერა. ვლადიმერ პუტინის ჩარევამ საქართველოს ამბებში 2008 წელს საფუძველი ახალი პერიოდის დაწყებას ჩაუყარა: აშშ-მა უკვე ვერც სირიაში და ვეღარც უკრაინაში სრულად ვეღარ განახორციელა ის, რაც მას სურდა, ბოლომდე ვერ გადალახა მოსკოვის მიერ შექმნილი ბარიერები.თურქეთი - შავი ზღვის გასაღებიშავი ზღვის შემთხვევაში ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის, თუ რა გავლენას მოახდენს ნატო თურქეთზე, ანუ რა სვლები უნდა განახორციელოს შავ ზღვაზე ალიანსმა, აშშ-ის სტრატეგიის შესაბამისად, რომელსაც მიზანში რუსეთი ჰყავს ამოღებული... არადა, ფაქტია, რომ შავი ზღვის გასაღები თურქეთის ხელშია: ანკარას აქვს იმის ძალა (და ნებაც!) - დახუროს თუ გახსნას შავი ზღვის კარი ნატოსათვის.თურქეთი უკვე საკმაო ხანია იმისკენაა „გადახრილი“, რომ ამერიკას შავ ზღვაში შესასვლელი დაუხშოს. ნატოში შავიზღვისპირა სახელმწიფოების - რუმინეთ-ბულგარეთის მიღებით, ალიანსი და ევროკავშირი 2004 და 2007 წლებში შავი ზღვაში შესასვლელ კარზე დადებული ბოქლომის გატეხვას ცდილობდნენ, მაგრამ ამაოდ.დღეს აშშ, რომელიც შავ ზღვაზე არსებულ სტატუს-ქვოს ეწინააღმდეგება, ცდილობს შავიზღვისპირა ქვეყნებს მათი „განსაკუთრებული მდგომარეობა“ შეუცვალოს. ამისათვის უპირველეს ყოვლისა აუცილებელია მონტრეს კონვენციის გაუქმება და ახალი შეთანხმების დადება. მონტრეს კონვენციის თანახმად, არაშავიზღვისპირა სახელმწიფოების სამხედრო ხომალდებს ზღვის აკვატორიაში ყოფნა მხოლოდ 21 დღე შეუძლიათ, ხოლო მათი საერთო ტონაჟი 45 ათასს არ უნდა აღემატებოდეს.ნატოს შავ ზღვაში წითელი შუქი უნდა აენთოსამჟამად თურქეთი იმ ზეწოლის შედეგად, რასაც ის განიცდის (საკითხი ეხება ნატოში მის წევრობასაც), იძულებულია ალიანსის გემებს, რომლებიც შავი ზღვისაკენ მიცურავენ, სრუტეებში გავლისას მწვანე შუქით შეხვდეს. და როცა ქვეყნის მმართველი პოლიტიკური ძალა - „სამართლიანობისა და განვითარების პარტია“ - ნატოს სხდომაზე აცხადებს - „ჩვენ ალიანსის მიზნებს მკაცრად ვიცავთო“, - ამით ის ეთანხმება [ნატოს ყოფნას შავ ზღვაში].მაგრამ მნიშვნელოვანია ხაზგასმით ავღნიშნოთ: ანკარის მხრიდან ნატოს იმ გადაწყვეტილებებისადმი მხარდაჭერა, რომლებიც შავ ზღვაზე რუსეთს მდგომარეობას გაურთულებს, სინამდვილეში ჩვენს ქვეყანაზეც უარყოფითად აისახება. - თურქეთი ხომ ისედაც დიდი გამოწვევებისა და საფრთხეების წინაშე დგას აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში! დღეს არ შეიძლება იმის დაშვება, რომ მსგავსი ახალი ფრონტი შავ ზღვაშიც გაიხსნას. და ასეთ სიტუაციაში С-400-ებისა და F-35-ების პროგრამა, თვით ნატოში თურქეთის წევრობაც კი, ამ ჩარჩოებში უნდა შევაფასოთ.