გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ტყით სარგებლობის წესები მკაცრდება

3-02-2018

საქართველოს მთავრობამ ტყითსარგებლობის მარეგულირებელ დადგენილებებში შეტანილი ცვლილებები დაამტკიცა. ცვლილებები გარემოს დაცვისა  და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით მომზადდა. საქართველოს მთავრობამ ტყითსარგებლობის მარეგულირებელ დადგენილებებში შეტანილი ცვლილებები დაამტკიცა. ცვლილებები გარემოს დაცვისა  და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით მომზადდა. როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, სახელმწიფო ტყის უკანონო ჩეხვას ომს უცხადებს. „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ტყის მოვლა-პატრონობის საკითხი და ამ მიმართულებით სწორი მოდელის დანერგვა. ეს არის პირველი რიგის ცვლილებები, რომლებიც მოემსახურება ორგანიზებული ტყითსარგებლობის განვითარებას, ხელს შეუწყობს მდგრადი ტყის მართვის დანერგვას ქვეყანაში, უზრუნველყოფს ტყისთვის მიყენებული ზიანის შემცირებას, დააზღვევს უსაფრთხოების წესების დარღვევით გამოწვეული უბედური შემთხვევების რისკებს და მნიშვნელოვნად შეამცირებს ტყით უკანონო სარგებლობის შემთხვევებს“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
მარეგულირებელ დადგენილებებში შეტანილი ცვლილებების თანახმად: აღარ მოხდება სოციალური ჭრის ფარგლებში პირველი ხარისხის, ანუ სამასალედ (სამშენებლო და სხვა სამეურნეო მიზნები) გამოსაყენებელი ხე-ტყის გაცემა პირდაპირ ტყიდან.  საბიუჯეტო ორგანიზაციების (მათ შორის, სკოლები, ბაგა-ბაღები, მუნიციპალური შენობები, სადაც არ არსებობს ალტერნატიული ენერგომატარებლები გათბობის უზრუნველსაყოფად) შეშით უზრუნველყოფის მიზნით აიკრძალა მათ მიერ დამოუკიდებლად ტყეში საშეშე ხე-ტყის დამზადება. როგორც სამასალე, ისე საშეშე რესურსის დამზადებას უზრუნველყოფს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტო. საბიუჯეტო ორგანიზაციებისათვის აღნიშნული რესურსი ხელმისაწვდომი იქნება პირდაპირი მიყიდვის გზით. შედეგად, ტყეში მერქნის დამზადების სამუშაოები ჩატარდება სისტემატიზებულად, სატყეო სააგენტოს მიერ დაქირავებული პირების მიერ, რაც შეამცირებს ტყისთვის მიყენებული ზიანს და უსაფრთხოების წესების დარღვევით გამოწვეული უბედური შემთხვევების რისკებს, შემცირდება ჩრდილოვანი ეკონომიკა და შემცირდება უკანონო ტყითსარგებლობის რისკები.
 გამარტივებულია ტყეში არსებული ნარჩენებით სარგებლობა. ტყიდან ხე-ტყის ნარჩენების ათვისება და გამოტანა დასაშვებია მხოლოდ მყარი ბიოსაწვავის (ბრიკეტები, პელეტები და სხვა) წარმოების მიზნით. კანონპროექტის ავტორთა განცხადებით, აღნიშნული ხელს შეუწყობს ტყეების სანიტარიული მდგომარეობის გაუმჯობესებას, ჩახერგილობის პრობლემისა და ხანძრების პრევენციის ეტაპობრივ გადაწყვეტას. ამასთან ერთად, მოხდება ალტერნატიული საწვავი/სათბობი რესურსების წარმოების წახალისება. ცვლილებები ამ ეტაპზე არ ეხება მოსახლეობის შეშით მომარაგების არსებულ მექანიზმს.  მოსახლეობას კვლავ შეეძლება ე.წ. ხე-ტყის დამზადების ბილეთის საფუძველზე მოითხოვოს საშეშე მერქნის გამოყოფა - დაბლობში 7 კუბური მეტრი მოცულობით, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში, 15 კუბური მეტრი მოცულობით, ხოლო ხე-ტყის დამზადება ჩვეული წესით განახორციელოს საკუთარი ძალებით.  თუმცა, ამის პარალელურად, ეროვნული სატყეო სააგენტო მოსახლეობასაც შესთავაზებს მომსახურებას და კომლზე ყოველწლიურად დადგენილი მოცულობის ფარგლებში, მიაწვდის უკვე დამზადებულ და ტყიდან გამოტანილი საშეშე მერქანს იმ ფასად, რაც რეალურად მოსახლეს ესაჭიროება მერქნის დამზადების, ტყიდან გამოტანისა და ტრანსპორტირებისათვის. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930