გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გია გაჩეჩილაძე: იმედები გამიცრუვდა, მეგონა, ივანიშვილი რასაც იძახდა, თავის სიტყვებს არ გადავიდოდა

13-04-2019

ეს არის მე მგონი უკანასკნელი ბრძოლა და ამ ბრძოლას აუცილებლად მოვიგებთ - ამის შესახებ გია გაჩეჩილაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. ის „დაიცავი საქართველოს“ შეკრებაზე დღეს ფილარმონიაში იმყოფებოდა.


როგორც გია გაჩეჩილაძემ აღნიშნა, დღეს არის იქ, სადაც ხედავს, რომ საქართველოს უჭირს და იდგება იქ, სადაც ამის აუცილებლობა იქნება.


„მე უფრო მომხრე ვარ იმისი, რომ ახალგაზრდები, ახალი ძალები წამოვიდნენ, თავის ქვეყანაში შეყვარებულები, ვისაც მართლა უნდა, რომ სამართლით დავიწყოთ, რომ რაღაცნაირად შევცვალოთ. ეს ადამიანები, რომლებიც მოდიან ამდენი ხნის განმავლობაში და ვერას გზით ვერ მივაღწიეთ, რომ სასამართლოს ჩამოგვეცილებინა, ეს არის უკანასკნელი ბრძოლა, რომელსაც მოვიგებთ. ბიძინა ივანიშვილის ოპოზიციაა თუ პოზიცია, არ ვიცი. მე ვარ იქ, სადაც ვხედავ, რომ საქართველოს უჭირს და იქ დავდგები, სადაც იქნება ეს აუცილებლობა. გარკვეულ შემთხვევაში იმედები გამიცრუვდა. მეგონა, რომ ეს ადამიანი, რასაც იძახდა, თავის სიტყვებს არ გადავიდოდა“ - განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031