გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საპარლამენტო დელეგაცია სოფო კილაძის ხელმძღვანელობით გაეროს ECOSOC-ის პრეზიდენტს შეხვდა

3-02-2018

საპარლამენტო დელეგაცია გაეროს ECOSOC-ის პრეზიდენტს, მარია შატარდოვას შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში ადამიანის უფლებების კუთხით მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრეს, განსაკუთრებით ეკონომიკურ და სოციალურ უფლებებზე.
დელეგაციის წევრებმა ხაზი გაუსვეს ბოლო წლებში საქართველოში ადამიანის უფლებების კუთხით მიღწეულს მნიშვნელოვან პროგრესს. ასევე, მთავრობის 4-პუნქტიან გეგმაზე, რომლის მთავარი ფოკუსი სწორედ ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური მდგრადი განვითარებაა. შეხვედრაზე საუბარი, ასევე, შეეხო საქართველოს მიერ გაეროს დღის წესრიგი 2030-ის იმპლემენტაციის დადებით ტენდენციას. მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზეც ისაუბრეს. საქართველოს პარლამენტის მოწვევის საფუძველზე, ქალბატონი მარია შატარდოვა 28-29 მაისს საქართველოს პარლამენტის მიერ ორგანიზებულ კონფერენციას, დღის წესრიგი 2030 დაესწრება.
საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში არიან: სოფო კილაძე, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე; ვანო ზარდიაშვილი, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, დავით მათიკაშვილი, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია რამდენიმე შეხვედრა.
ვიზიტი ხორციელდება გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობისა და ელჩის, კახა იმნაძის მხარდაჭერით.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930