გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თბილისის მეტროს ენერგოუსაფრთხოებისა და სავენტილაციო სისტემას რეაბილიტაცია ჩაუტარდება

17-04-2019

თბილისის „მეტროპოლიტენში“ ელექტროსადენებისა და სავენტილაციო სისტემის რეაბილიტაციის პროექტი დაიწყება, - ამის შესახებ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.


მისივე თქმით, მეტროს ენერგოუსაფრთხოებისა და სავენტილაციო სისტემის რეაბილიტაციის პროექტისთვის აზიის განვითარების ბანკმა 15 მილიონი აშშ დოლარი გამოყო. ამ ეტაპზე, მოსამზადებელი სამუშაოები და პროექტირება მიმდინარეობს.


„მეტროს ვაგონების რეაბილიტაცია, მეტროსადგურების მოწესრიგება პრიორიტეტულია, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მეტროს შიგნით არსებული მდგომარეობა, მხედველობაში მაქვს ძალოვანი კაბელები, სავენტილაციო სისტემა, მეტროს აშენების შემდეგ არ შეცვლილა. შესაბამისად, ამისთვის ძალიან მნიშვნელოვან პროექტს ვახორციელებთ. გამოყოფილია 15 მილიონი აშშ დოლარი აზიის განვითარების ბანკის მიერ, რათა მოხდეს ამ სამუშაოების განხორციელება. 450 კმ ძალოვანი კაბელი შეიცვლება, ასევე, 28 საგვირაბე გამნიავებელი და ახალი, ევროპული სტანდარტის 32 აგრეგატი დამონტაჟდება. ეს საშუალებას მოგვცემს, ძალოვანი კაბელები, სავენტილაციო სისტემა, აგრეგატები ერთხელ და სამუდამოდ მოწესრიგდეს“, - განაცხადა მერმა.


მისივე თქმით, აღნიშნული სამუშაოები ივლისიდან დაიწყება და 2020 წლის ივნისში დასრულდება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031