18-04-2019
პარლამენტის თავმჯდომარე "რუსთავი 2"-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება და მის მიერ ბილწი სიტყვის გამოყენებას უარყოფს.
"ყ..ზე დაიკიდე, ჩვეულებრივად გააგრძელე, ამათ მივხედოთ მერე", - ირაკლი კობახიძე პარლამენტის სხდომაზე ანრი ოხანაშვილს ესაუბრება" - ამ ფორმით გაავრცელა "რუსთავი 2"-მა პარლამენტის თავმჯდომარისა და უმრავლესობის დეპუტატის დიალოგი.
ვიდეოჩანაწერში კობახიძის საუბარს ტიტრები აქვს თანდართული.
ირაკლი კობახიძის თქმით, მსგავსი რამე მას არ უთქვამს და "რუსთავი 2"-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია აბსოლუტური ტყუილია.
"ჩემი კოლეგები დამემოწმებიან, რომ ეს სიტყვა ცხოვრებაში არ მიხმარია, განსხვავებით ამ ტელევიზიის დირექტორისგან. რაც გავრცელდა, არის ტყუილი და ნიკა გვარამიას ხელწერა", - აღნიშნავს კობახიძე ბრალდების საპასუხოდ.
13-01-2025