გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები უცხოური პრესა
«Hürriyet Daily News»(თურქეთი): რატომ დაადო ვეტო თურქეთმა აგვისტოს ომის დროს აშშ-ს წინადადებას შავ ზღვაში საავიაციო რადარებისა და დამიზნების სისტემის შემოტანაზე...

18-04-2019

„სამწუხაროდ, იმ დროს როცა ნატოს 70-წლიანი საიუბილეო დღეები აქვს, ალიანსში თურქეთის წევრობა ეჭვქვეშ დგება - როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ. მართალია, დისკუსიაში ძირითადად მხოლოდ მარგინალური წრეები მონაწილეობენ, მაგრამ ის რომ თურქეთის ნატოსადმი ერთგულებაში ეჭვი შეაქვთ, თუნდაც მცირედაც კი, მაინც ბევრის მთქმელია“-ასე იწყება თურქული გამოცემის, «Hürriyet Daily News»-ის მიერ გამოქვეყნებული მასალა, რომელიც რეგიონში ბოლო პერიოდის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებს ეხება.„სამწუხაროდ, იმ დროს როცა ნატოს 70-წლიანი საიუბილეო დღეები აქვს, ალიანსში თურქეთის წევრობა ეჭვქვეშ დგება - როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ. მართალია, დისკუსიაში ძირითადად მხოლოდ მარგინალური წრეები მონაწილეობენ, მაგრამ ის რომ თურქეთის ნატოსადმი ერთგულებაში ეჭვი შეაქვთ, თუნდაც მცირედაც კი, მაინც ბევრის მთქმელია“-ასე იწყება თურქული გამოცემის, «Hürriyet Daily News»-ის მიერ გამოქვეყნებული მასალა, რომელიც რეგიონში ბოლო პერიოდის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებს ეხება.


საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი NSP.GE გთავაზობთ ბარჩინ ინანის ავტორობით გამოქვეყნებული მასალის ქართულენოვან ვერსიას:


დებატები თურქეთის შიგნით იმითაა გამოწვეული, რომ თურქებისათვის ნატო იგივეა, რაც ამერიკის შეერთებული შტატები, ანუ ცუდი. სხვათა შორის, ამას ამბობს ჰალდუნ იალჩინი, ყოფილი ჯარისკაცი, რომელიც აკადემიკოსად იქცა.


მართლაცდა, ბოლო დრომდე აშშ ნატოში საკვანძო სახელმწიფოს წარმოადგენდა, გადაწყვეტილების მიმღები და ნატოს ძლიერების სიმბოლო, მისი ლოკომოტივი. მაგრამ წლების განმავლობაში აშშ-ისა და სხვების როლი თანდათან შეიცვალა და ეს განსაკუთრებით თურქეთს ეხება. მიუხედავად იმისა, რომ ცივი ომის დროს თურქეთმა საკუთარ თავზე აიღო ნატოს პერიფერიაში, ფრონტისპირა ქვეყნის როლის შესრულება, მას მაინც არ ჰქონდა ის პოლიტიკურ-ეკონომიკური წონა, რომლის წყალობით ანკარას ნატოში ხმამაღალი სიტყვა ეთქმოდა. მაგრამ ეკონომიკური და სამხედრო პოტენციალის გაძლიერების კვალობაზე თურქეთმა თანდათან დაიწყო უფრო მნიშვნელოვანი მისიის შესრულება, რის შედეგადაც ალიანსში მისმა წონამ და სტატუსმა მოიმატა. ეს გარემოება კარგადაა ცნობილი სახელმწიფო მოღვაწეებისათვის და მეცნიერებისათვის, მაგრამ იგნორირდება პოლიტიკოსების მიერ, უცნობი რჩება მოსახლეობისათვისაც. 


ზოგიერთები იმასაც კი ცდილობენ, რომ თურქეთი ნატოს მოწინააღმდეგე სახით წარმოაჩინონ, მაგრამ ავიწყდებათ რომ თურქეთი თვითონ არის ნატოს ნაწილი და რომ ნატო ვერ მიიღებს თურქეთის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებას - თურქეთს ხომ ვეტოს უფლება აქვს.


თურქეთი ნატოში დასავლური სახელმწიფოების ტოლფასი უფლებით სარგებლობს. მას ხშირ შემთხვევაში გადამწყვეტი ხმაც კი აქვს რეგიონული საკითხების განხილვაში - ლიბიიდან ავღანეთამდე - და ეს იმის გამო, რომ ის ალიანსის წევრია.


რა თქმა უნდა, შეიძლება ასეთი სიტუაცია ზოგიერთ პოლიტიკოსს არ აწყობს, მაგრამ ფაქტია, რომ ნატო თურქეთისათვის აქტივია და არა პასივი. მეტსაც ვიტყვი: რუსეთისათვის თურქეთის ნატოში ყოფნა სასარგებლოც შეიძლება იყოს, ვიდრე მის გარეთ. ზოგიერთებს შევახსენებ: თურქეთი იყო ნატოს ის წევრი სახელმწიფო, რომელმაც ვეტო დაადო აშშ-ის წინადადებას შავ ზღვაში AWACS-ის (საავიაციო რადიოაღმოჩენისა და დამიზნების) სისტემის შეტანას რუსეთ-საქართველოს ომის დროს, 2008 წლის აგვისტოში.


მაგრამ დღეს საკითხი ასეც ისმება: გადააქცევს თუ არა თურქეთს რუსული C-400 რაკეტების შესყიდვა „ტროას ცხენად“ ნატოს შიგნით? ანკარა ამბობს, რომ „არა“, ამერიკა ამბობს - „დიახ“. არადა, ნატოს გენერალური მდივანი ამ დროს აცხადებს, რომ ალიანსის ყველა სახელმწიფოს უფლება აქვს, რომელი სისტემაც მოსწონს, ის შეისყიდოსო. მოკლედ, რუსული რაკეტების ყიდვის საკითხი ანკარასა და ვაშინგტონს შორის კრიზისულ საკითხს წარმოადგენს, მაგრამ ეს არ უნდა ნიშნავდეს იმას, რომ ოკეანის იქით თურქეთის ნატოსადმი ერთგულებაში ეჭვი შეიტანონ.


ბოლოსდაბოლოს, როგორც თვითონ იგივე ჰალდუნ იალჩინი ამბობს (იგი ანკარის უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობების კათედრას ხელმძღვანელობს), თურქეთი ნატოს ის ერთადერთი წევრია, რომელმაც გაბედა და რუსეთის სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდო. გარდა ამისა, თურქეთის პოლიტიკა უკრაინისა და საქართველოს მიმართ (მათი ნატოში გაწევრიანების საკითხში) რუსეთისათვის აშკარად გამაღიზიანებელია.


მეორე მხრივ - იმ დროს როცა დონალდ ტრამპი ნატოს ევროპულ წევრებს აკრიტიკებს სამხედრო ხარჯებთან დაკავშირებით, მას თურქეთის მიმართ საყვედურის გამოთქმა არ შეუძლია: თურქეთი თავისი მთლიანი შიდა პროდუქტის 1,8%-იანი ხარჯით იმ რვა ქვეყნის სიაშია, რომლებიც 2%-ს მიუახლოვდნენ. გარდა ამისა, თურქი სამხედროები ნატოს თითქმის ყველა მისიაში მონაწილეობენ - ავღანეთიდან დაწყებული, სომალით დამთავრებული.
და ასეთ სიტუაციაში თურქეთის დამსახურებაზე, მისი როლის ზრდაზე გაეროს დაწესებულებეშიც კი, არც შიგნით და არც გარეთ არავინ ლაპარაკობს. არადა, ეს 70 წლის იუბილეს დროს იყო ამის შესაძლებლობა და ეს აუცილებლად უნდა თქმულიყო.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930