გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები უცხოური პრესა
„kp.ru“(რუსეთი): რატომ აქვთ ქართველებს და ყოფილი სსრკ-ს სხვა ხალხებს რუსებისადმი მტრული დამოკიდებულება?

18-04-2019

„ბოლო დრომდე მეგონა, რომ საქართველოში რუსეთის მოქალაქეების მიმართ დამოკიდებულება კარდინალურად გაუმჯობესდა-მეთქი. თურმე ვცდებოდი. ჩემი რწმენა ემყარებოდა როგორც ჩემი მეგობრების, ასევე იმ რუსი ტურისტების მრავალრიცხოვან შთაბეჭდილებებს, რომლებიც საქართველოში მოგზაურობის შემდეგ ქვეყნდებოდა: ყველა ერთხმად აქებდა ქართულ სტუმართმოყვარეობას, მასპინძელთა გულღიაობას, ტურისტულ ინფრასტრუქტურას და იმას, რომ ქართველები რუსოფობიისაგან შორს იდგნენ.„ბოლო დრომდე მეგონა, რომ საქართველოში რუსეთის მოქალაქეების მიმართ დამოკიდებულება კარდინალურად გაუმჯობესდა-მეთქი. თურმე ვცდებოდი. ჩემი რწმენა ემყარებოდა როგორც ჩემი მეგობრების, ასევე იმ რუსი ტურისტების მრავალრიცხოვან შთაბეჭდილებებს, რომლებიც საქართველოში მოგზაურობის შემდეგ ქვეყნდებოდა: ყველა ერთხმად აქებდა ქართულ სტუმართმოყვარეობას, მასპინძელთა გულღიაობას, ტურისტულ ინფრასტრუქტურას და იმას, რომ ქართველები რუსოფობიისაგან შორს იდგნენ.


მაგრამ ბოლო დროს თვალში მომხვდა საქართველოში ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვები, რომელთა თანახმად, ქართველების 46% რუსეთს მტრულ ქვეყნად მიიჩნევს - ისეთად, რომელსაც საქართველოს ტერიტორიები აქვს ოკუპირებული. და მხოლოდ 44%-ს აქვს კარგი დამოკიდებულება - ისტორიული წარსულისა და ერთიანი მართლმადიდებლური რელიგიის გათვალისწინებით“-ასე იწყება რუსული გამოცემის, «Комсомольская правда»-ს მიერ ლარისა შესლერის ავტორობით გამოქვეყნებული სტატია, რომლის მცირედ შემოკლებულ, ქართულენოვან ვერსიას საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი  გთავაზობთ:
(ამასთან, რედაქცია შენიშნავს, რომ ავტორის პოზიციები და შეხედულებები აშკარად აცდენილია რეალობას.)


მართალი გითხრათ, საქართველოს მაგალითი ძალიან გამიკვირდა. იმიტომ, რომ უკრაინაშიც კი, სადაც ტოტალურად ხდება მოსახლეობის ტვინის გამორეცხვა, სადაც ოფიციალური ხელისუფლება ყველანაირად ცდილობს ანტირუსული იდეების ჩანერგვას, იქაც კი მოსახლეობის 77% პოზიტიურად აფასებს რუსებს და 57% - რუსეთის სახელმწიფოს.


საიდან და როდის გაჩნდა 46%-იანი რუსოფობია საქართველოში - ათი ან ოცი  წლის წინ? ალბათ, ზოგი ასე ფიქრობს. სინამდვილეში რუსეთისადმი მტრული დამოკიდებულება არც 2008 წლის დროს ჩასახულა, როცა მიხეილ სააკაშვილის ავანტიურულმა ნაბიჯმა ომში რუსეთის ჩარევა გამოიწვია და არც 1990-იან წლების დასაწყისში, როცა ქართულ-აფხაზური ომი მიმდინარეობდა.


ზუსტად 30 წლის წინ, თბილისში მიტინგის დარბევის შემდეგ მე ერთ-ერთ ქართველ ჟურნალისტთან ცხარე დავა მომიწია, მოსკოვის სასტუმროში შეხვედრის დროს. იგი მიმტკიცებდა, რომ ქართველები ამაყი, შეძლებული ხალხია და როგორც კი საქართველო რუსი „მდგმურებისაგან“ და მუქთამჭამელებისაგან („ნახლებნიკებისაგან“) გათავისუფლდება, უფრო კარგად და მდიდრულად იცხოვრებსო. ვერ დავარწმუნე, რომ ქართველთა სიმდიდრეს განაპირობებს ცენტრის მიერ რესურსების არასწორი გადანაწილება (თბილისი იაფად იღებდა პროდუქციას) და საკურორტო რენტა, რესპუბლიკის გეოგრაფიული მდებარეობის მიხედვით.


დღეს შეიძლება არავის არ ახსოვს, მაგრამ მაშინ ქართველები რუსეთში არაბი შეიხებივით აღიქმებოდნენ. დიახ, დონეცკელ მეშახტეებს და მარიუპოლელ მეფოლადეებსაც ჰქონდათ მაღალი შემოსავლები, თვეში 800 მანეთამდე, მაგრამ იმდროისთვის ასეთი „დიდი ფული“ მათი ოფლიმღვრელი და სარისკო მუშაობით იყო მოპოვებული.


იმავდროულად კი სოხუმში თუ ქობულეთში მოსახლეობას ორსართულიანი სახლები ედგათ (რაც, სხვათა შორის, სხვა საბჭოთა რეგიონებში აკრძალული იყო) ზღვის ნაპირზე,  ჰქონდათ მანდარინის დიდი ბაღები, სეზონში 15 ათას მანეთამდე შემოსავალს იღებდნენ, შვილებისთვის ავტომანქანებს ყიდულობდნენ (საქორწინო საჩუქრის სახით) და თბილ სამხრეთულ ღამეებს ღვინის სმასა და მწვადის ჭამაში ატარებდნენ, თან ქედმაღლურად უყურებდნენ ჩრდილოეთიდან დასასვენებლად ჩამოსულებს, ოთხს სულს ერთ ვიწრო ოთახი რომ ჰქონდათ დაქირავებული.


ჩემს ოჯახსაც ჩრდილოელად მიიჩნევდნენ, როცა მშობლებთან ერთად გაგრაში ჩავდიოდით დასასვენებლად. მამაჩემი კომბინატ „ალდანოქროში“ („ალდანზოლოტო“)ერთ-ერთ თანამდებობაზე მუშაობდა, უკიდურესი ჩრდილოეთის პირობებში,  მაგრამ მისი შემოსავალი ბევრად უფრო დაბალი იყო, ვიდრე იმ ულვაშიანი ტიპისა, რომელიც თავისი სახლის ეზოში, კოცონზე, მწვადს აშიშხინებდა და ღვინოს აგემოვნებდა.


და ასეთ უსამართლობას იმ დროს ქართველები ნორმად თვლიდნენ.


ცხოვრების დონეში ასეთი დიდი განსხვავება, რომელიც 1950-იანი წლებიდან დაიწყო - ერთი მხრივ, ვოლგისპირეთისა და არაშავმიწიან ცენტრალურ რეგიონების და მეორე მხრივ - კავკასიის მოსახლეობას შორის - რაც დრო გადიოდა, კიდევ უფრო შესამჩნევი ხდებოდა. ასეთმა დისპროპორციამ თავის პიკს 1980-იანი წლების ბოლოს მიაღწია.


სწორედ რუსეთის მოსახლეობის ღარიბი ყოფა-ცხოვრება - იმ რუსეთისა, რომელიც განაპირა მხარეების დონორი იყო - გახდა რუსების მიმართ ქედმაღლური დამოკიდებულების მიზეზი. დღეს კი რუსფობია მათი შინაგანი აღშფოთებით იკვებება - რატომაა, რომ რუსები ჩვენზე მდიდრულად ცხოვრობენ, რატომაა მათი ცხოვრების დონე უფრო მაღალი, ვიდრე უბედური ოკუპირებული რესპუბლიკებისა?


სხვათა შორის, ეს უკრაინელების დიდ ნაწილსაც ეხება, რომლებიც დღეს ერთმანეთს სიამოვნებით უყვებიან - აი, ჩვენ რა ლამაზი სახლები („ხატა“) გვაქვს, როგორი სუფთა და მოვლილი, რუსები კი ზარმაცები არიან, ჭუჭყიანები დაეთრევიან და გალოთებული სადღაც თხრილებში გდიანო... არადა, თვითონ უკრაინაში რომ გზები დანგრეულია, მიტოვებული ქარხნებია და ცარიელი ფერმები, ეს არაფერის არ ნიშნავს... და ყველა დარწმუნებულია, რომ  რუსეთის შედარებით მაღალ დონეს მხოლოდ ნავთობის ფასები განაპირობებს.


დღეს რუსოფობიის წყაროს ძირითადად შური წარმოადგენს, რომელსაც ფესვები წარსულში აქვს გადმული - როცა ღარიბი, მაგრამ ძარღვებდაძაბული რუსები საქართველოში რუსთავის მეტალურგიულ ქარხანას აშენებდნენ, უკრაინაში - ატომურ ელექტროსადგურებს, ცენტრალურ აზიაში კი - სამთო-გამამდიდრებელ კომბინატებს და ავიაქარხნებს (ტაჯიკეთში, უზბეკეთში). 


ქართველებისა და უკრაინელების დღევანდელი თაობა კი რუსეთის სიმდიდრეს აღიქვამენ არა როგორც მოცემულობად, არამედ როგორც გრანდიოზულ უსამართლობად.


და მაინც ვფიქრობ, რომ საქართველოშიც და უკრაინაშიც რუსოფობიის დონე იკლებს. რუსოფობიის მთავარ წამალს რუსეთის სიმდიდრე და ძლიერება წარმოადგენს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930