18-04-2019
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრად ნათია თურნავა დაინიშნა.
აღნიშნულის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბრძანებულება უკვე გამოსცა.
"საქართველოს კონსტიტუციის 55-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, დაინიშნოს ნათელა თურნავა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრად"-ნათქვამია პრემიერის ბრძანებულებაში.
ნათია თურნავა დღემდე მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.
13-01-2025