გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
"ეს ფეიკ ნიუსია" - ზაქარია ქუცნაშვილი რუსთავი 2-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს

20-04-2019

პარლამენტის მაჟორიტარი წევრი, ზაქარია ქუცნაშვილი "რუსთავი 2-ის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, სადაც საუბარი საარსებო მინიმუმს შეეხება, სიცრუეს უწოდებს.


“ეს ფეიკ ნიუსია. თუ ეს რუსთავი 2-ის ჟურნალისტების გავრცელებულია მაშინ გამოდის, რომ ისინი პირდაპირ ტყუილის თქმაზე გადავიდნენ, კომენტარის გაყალბებით და აპრობირებული თემის გარშემო ფეიკ ნიუსების გავრცელებით. კომენტარში პირით ვთქვით, რომ ერთი ზრდასრული მამაკაცის გამოკვებისთვის თვეში 120 ლარი მცირეა და სტატისტიკის ეროვნული სააგენტო საარსებო მინუმიმის გამოთვლისას იყენებს ძველ მეთოდოლოგია, რითაც სასურსათო კალათის წილი საარსებო მინიმუმში 60-70%-ი ხოლო ყველა სხვა ხარჯის 30-40% რაც არასწორია. შესაბამისად ხარჯები: ტრანსპორტირებაზე, განათლებაზე, ჩაცმაზე, ინფორმაციაზე, კულტურული მიღწევებით სარგებლობაზე, კომუნალურ გადასახადებზე და ჰიგიენაზე ძალზედ მცირე გამოდის" - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა "რუსთავი 2-ის" მიერ არასწორი ინტერპრეტაციით გავრცელებული ინფორმაციის თაობაზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031