გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები უცხოური პრესა
"ng.ru"(რუსეთი): უკანონო მიგრაცია თბილისისათვის კვლავ პრობლემად რჩება

21-04-2019

რუსული გამოცემის, «Независимая газета»-ს მიერ გამოქვეყნებულ  სტატიაში გაშუქებულია საქართველოს ერთ-ერთი მწვავე პრობლემა - მოქალაქეების მიგრაცია საზღვარგარეთ, სამსახურის ძიების მიზნით. მიგრაციის პრობლემა გამოვლინდა ისრაელ-საქართველოს შორის მომხდარ ინციდენტშიც: თელ-ავივის აეროპორტში ისრაელის მესაზღვრეებმაქართულიანსამბლის „გორდას“ წევრები, რომლებიც ფესტივალში აპირებდნენ მონაწილეობის მიღებას,  ქვეყანაში არ შეუშვეს და უკან, თბილისში დააბრუნეს.რუსული გამოცემის, «Независимая газета»-ს მიერ გამოქვეყნებულ  სტატიაში გაშუქებულია საქართველოს ერთ-ერთი მწვავე პრობლემა - მოქალაქეების მიგრაცია საზღვარგარეთ, სამსახურის ძიების მიზნით. მიგრაციის პრობლემა გამოვლინდა ისრაელ-საქართველოს შორის მომხდარ ინციდენტშიც: თელ-ავივის აეროპორტში ისრაელის მესაზღვრეებმაქართულიანსამბლის „გორდას“ წევრები, რომლებიც ფესტივალში აპირებდნენ მონაწილეობის მიღებას,  ქვეყანაში არ შეუშვეს და უკან, თბილისში დააბრუნეს.


საინფორმაციო -შემეცნებითი პორტალი NSP.GE გთავაზობთ იური როქ სის ავტორობით გამოქვეყნებული მასალის ქართულენოვან რეზიუმეს: 


„ინციდენტი უკვე ამოწურულია - ისრაელის სახელმწიფომ ქართველების თბილისში დაბრუნების ხარჯი თვითონ გადაიხადა, მაგრამ რატომ დააბრუნეს ბავშვთა ანსამბლი უკან? საქმე იმაშია, რომ ანსამბლის 17 წევრიდან, ასაკის მიხედვით, ბავშვი მხოლოდ 5 იყო და ებრაელ მესაზღვრეებს ეჭვი შეეპარათ. მართალია, როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო იტყობინება, საქმეში საქართველოს საკონსულო ჩაერია, მაგრამ უშედეგოდ: ისრაელის მესაზღვრეები ურყევნი აღმოჩნდნენ.


ინციდენტს შემთხვევითს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ. ისრაელის პრესაში ხშირად ქვეყნდება მასალები ქართველი უკანონო მიგრანტების შესახებ. თბილისსა და თელ-ავივს შორის უვიზო რეჟიმი მოქმედებს, ავიაბილეთებიც მაინცდამაინც ძვირი არ არის, თანაც ისრაელში საკმაოდ ბევრი ქართველი ებრაელი ცხოვრობს. ჰოდა, ქართველებიც მიდიან - მათ იმედი აქვთ, რომ ისრაელში მყოფი ძველი ნაცნობები, ახლობლები და მეგობრები სამსახურის მოძებნაში დაეხმარებიან. ვისაც ბედი გაუღიმებს, ისინი მეტწილად არალეგალურად მუშაობენ და ისრაელის კანონმდებლობას არღვევენ. ბუნებრივია, როცა შემოწმებების დროს მათი უკანონო ყოფნა მჟღავნდება, გარდაუვალია დეპორტაცია და როგორც შედეგი - რამდენიმე წლით ისრაელში ჩასვლის აკრძალვა.


მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ საიმიგრაციო კანონმდებლობა გაამკაცრა, უკანონო მიგრაცია ოფიციალური თბილისისათვის მაინც სერიოზულ პრობლემად რჩება, განსაკუთრებით ევროპული მიმართულებით. მართალია, ევროკავშირის ქვეყნების ელჩები ქართველ ჩინოვნიკებს პერიოდულად შეახსენებენ ხოლმე - გააგებინეთ თქვენს თანამოქალაქეებს, რომ ევროპაში თავშესაფრის მიღების მიზნით წასვლას აზრი არ აქვსო, მაგრამ ამ განზრახვით წამსვლელთა ნაკადს შემცირება არ ეტყობა. ამას წინათ გერმანიიდან 40 ქართველის დეპორტაცია მოახდინეს. ევროკავშიერის წარმომადგენლის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეებს ლტოლვილის სტატუსისა და თავშესაფრის მიღების ძალზე მცირე შანსები აქვთ, რადგან საქართველო დემოკრატიულ და უსაფრთხო ქვეყნად არის აღიარებული.


რა თქმა უნდა, უვიზო რეჟიმის გაუქმებამდე საქმე არ მიდის, მაგრამ ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებისაგან უფრო ქმედითი ზომების მიღებას ითხოვს უკანონო მიგრაციის შესაწყვეტად. შეიძლება ითქვას, რომ ამ მხრივ პოზიტიურად უნდა ჩაითვალოს თბილისის მცდელობის შედეგები საბერძნეთთან და პოლონეთთან, ლეგალურ შრომითი მოწყობასთან დაკავშირებით. სწორედ ამ ორ ქვეყანაში შეიძლება ჩასვლა და მუშაობა ისე, რომ მათი კანონები არ იქნეს დარღვეული. შესაბამისად, ათენისა და ვარშავის მიმართულება სამსახურის მაძიებელი ქართველებისათვის ყველაზე პოპულარული გახდა.


მაგრამ საბერძნეთში და პოლონეთში, მათი ეკონომიკური განვითარების დონის გამო, ფულს მაინცდამაინც ბევრს ვერ დააგროვებ. ელადაში სამსახური სეზონურია - სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის სფეროში. თანაც, როგორც მიგრანტები ამბობენ, დაბალი ანაზღაურებით. პოლონეთში სამუშაოს პერსპექტივა უფრო მეტია, მაგრამ მაღალი ხელფასის საკითხი იქაც პრობლემატურია. პოლონეთში დასაქმებულ ქართველს, ყველაზე საუკეთესო შემთხვევაში, როცა თვითონ მკაცრ ეკონომიას ეწევა, სახლში მხოლოდ 500 ევრომდე გაგზავნა თუ შეუძლია, ხშირად კი ამდენი თანხაც არ გროვდება: სამუშაოზე მიღებული თანხით ხდება ბინის ქირის გადახდა, კვება, ჩაცმა-დახურვა... თუმცა რა უნდა ქნას კაცმა, როცა სამშობლოში სამსახური არ არის? სხვათა შორის, საბერძნეთსა და პოლონეთში შრომითი მოწყობის პროექტები გრძელვადიანია. ორივე ქვეყანაში მუშახელის დეფიციტია: თვითონ პოლონელები ევროკავშირის უფრო მდიდარ ქვეყნებში მიდიან, მათ ადგილს კი, იაფი მუშახელის სახით, ქართველები იკავებენ. ეს ტენდენცია, როგორც ჩანს, უახლოეს წლებში შენარჩუნდება“, - წერს ავტორი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930