გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი: ვიხვეწები, რომ ციხეში ჩამსვან

22-04-2019

საქართველოს ექსპრეზიდენტისა და ოდესის ოლქის ექსგუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ის უნიკალური ადამიანია, რადგან იხვეწება რომ გაასამართლონ და ციხეში ჩასვან, მაგრამ ამას არ აკეთებენ.


ეს განცხადება სააკაშვილმა რუსული ტელეკომპანიის, «ТВ Дождь»-ის ეთერში გააკეთა.


საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი NSP.GE გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:


„მე როგორც მინიმუმი, კიევში, სახლში დაბრუნება მინდა, ამ მიზნით უკვე მივმართე უკრაინის სასაზღვრო ჯარებს... ცხადია, ბოლო მოგონებები არასასიამოვნოა, რადგან ისე წამიყვანეს კიევიდან, რომ მგუდავდნენ... უკრაინა ჩემი სახლია, იმიტომ, რომ იქ ჩემი ცხოვრების მრავალი წელი მაქვს გატარებული - ჯარში ვმსახურობდი, იქ ვსწავლობდი, ვმუშაობდი გუბერნატორად... მაგრამ არ მიშვებენ არც უკრაინაში და არც საქართველოში. როცა მე კიევიდან პეტრო პოროშენკო მაძევებდა, საქართველოში ადგილობრივმა ოლიგარქმა აეროპორტი დახურა - ვაითუ თბილისში ჩამოიყვანონო. მე უნიკალური ადამიანი ვარ - მოქალაქეობა წამართვეს, მაგრამ ვეხვეწები - გამასამართლეთ, ციხეში ჩამსვით, მაგრამ ჯერ ნება დამრთეთ, რომ ჩამოვიდე-მეთქი, მაგრამ მეუბნებიან - არა, სადაც ხარ, იქ დარჩიო“-განაცხადა სააკაშვილმა.


p.s. ინტერვიუს ვრცელი, ქართულენოვანი ვერსიის ნახვა შესაძლებელია ბმულზე: newspress.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031