5-02-2018
მობილური ტელეფონით მასიური რადიაციული დასხივების შემდეგ, კვლევაში მონაწილე ვირთხებს გულის არეში სიმსივნის ზომა ძალიან მცირედით გაეზარდათ. ამის შესახებ აშშ-ის მიერ დაფინანსებულ კვლევაში წერია, რომელიც ორგანიზაციამ "ტოქსიკოლოგიის ეროვნული პროგრამა"-მ ჩაატარა. ინფორმაციას გამოცემა The Verge -ი ავრცელებს.
კვლევის მიზანს წარმოადგენდა იმის შესწავლა თუ როგორ მოქმედებს ორგანიზმზე მობილური ტელეფონის დასხივება. მეცნიერები ამბობენ, რომ კვლევის შედეგი ძალიან კარგია. სპეციალისტების თქმით, ვირთხებს სიმსივნე იმიტომ განუვითარდათ, რომ დასხივება დიდი დოზით მიიღეს - ადამიანებს კი ასეთ დასხივებას ყველაზე "მძიმე" მობილური ტელეფონიც კი ვერ მიაყენებს.
კვლევა ორი წლის განმავლობაში, დღეში საშუალოდ 9 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
13-01-2025