გაიგე განსხვავებული

პარასკევი, ივლისი 11, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლაშა იორდანიშვილი: ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად არაერთ სოციალურ პროექტზე ვიმუშავეთ

24-04-2019

13 თვის მანძილზე თითოეულ ოჯახთან მუხლჩაუხრელად მიმდინარეობდა მუშაობა-ამის შესახებ კომპანია "ფერის" გენერალურმა დირექტორმა ლაშა იორდანიშვილმა პანკისში განვითარებული მოვლენების კომენტირებისას გააკეთა.


მისი თქმით, გასული წლის თებერვლიდან, მას შემდეგ, რაც პირველი პროტესტი გამოითქვა, სამუშაოები შეჩერდა და 13 თვე მიმდინარეობდა მუხლჩაუხრელად მუშაობა თითოეულ ოჯახთან და კომპანია მაქსიმალურად ცდილობდა გაეთვალისწინებინა მათი ყველანაირი მოთხოვნა, რაც შესაძლებლობებს არ აღემატებოდ.


,, ჩვენ როდესაც მშენებლობა დავიწყეთ ეს იყო გასული წლის თებერვალი. გასული წლის თებერვლიდან მოყოლებული, როდესაც პირველი პროტესტი გამოითქვა, ჩვენ გავაჩერეთ სამუშაოები და ცამეტი თვე მუხლჩაუხრელად ვიმუშავეთ თითოეულ ოჯახთან, მათ შექმნეს 30-კაციანი კრება, რომელთანაც მუდმივად ვმუშაობდით, ათეულობით შეხვედრა ჩავატარეთ, მეჩეთებში, სოფლის ცენტრებში, - მაქსიმალურად ვცდილობდით, რომ გაგვეთვალისწინებინა მათი ყველანაირი მოთხოვნა, რაც კი ჩვენს შესაძლებლობებს არ აღემატებოდა. ჩვენ ვიმუშავეთ ადგილობრივ მოსახლეობასთან სხვადასხვა სოციალურ პროექტებზე, მათ შორის იყო ომალო-ბირკიანის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის მშენებლობა, იქ იყო ხეობისთვის ფონდის შექმნა, რომელშიც ყოველწლიურად 120 000 ლარი შევიდოდა, იქ იყო ასევე უშუალოდ სოფელი ბირკიანი და ძიბახევი, სადაც ეს სადგური შენდებოდა, მათთვის ცალკე ფონდის შექმნა და მათთვის ცალკე სხვადასხვა ტიპის ვალდებულებების აღება”,- განაცხადა ლაშა იორდანიშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031