გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
"გალის განვითარების კონცეფციის" შესახებ აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში იმსჯელეს

11-03-2019

აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში სტრუქტურულ ერთეულებთან მორიგი თათბირი გაიმართა. თათბირს  უძღვებოდა მინისტრი მურმან ფარფალია. მან ყურადღება  გაამახვილა საქართველოს ეროვნული გმირის (სიკვდილის შემდეგ), აფხაზეთის ა/რ  მინისტრთა საბჭოს  ყოფილი თავმჯდომარის, ჟიული შარტავას დაბადებიდან 75  წლისთავთან  დაკავშირებით  გასულ კვირას ჩატარებულ ღონისძიებებზე, სადაც მონაწილეობას ღებულობდნენ სამინისტროს თანამშრომლებიც. ასევე ყურადღება გამახვილდა აფხაზეთის ა/რ მთავრობაში შემუშავებულ და სამინისტროში გამოგზავნილ პროექტზე – „გალის რაიონის განვითარების კონცეფცია“. მინისტრის რეზოლუციის შესაბამისად, აღნიშნულ პროექტზე  მოსაზრებები და წინადადებები წერილობით დააფიქსირეს  მინისტრის მრჩევლებმა , თანაშემწეებმა და ზოგიერთმა დეპარტამენტმა. მინისტრი შეეხო სახელმწიფო 100%–იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ კერძო სამართლის იურიდიული  პირების საქმიანობას, მათ შორის აფხაზეთის  სსიპ „ბიზნესინკუბატორის“ ინოვაციებს, რომელიც  ემსახურება დევნილი მოსახლეობის დასაქმებას და მათი სოციალურ–ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930