გაიგე განსხვავებული

კვირა, ივნისი 08, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მანდატურებს უფლება-მოვალეობები გაეზრდებათ

5-02-2018

მანდატურის სამსახურში ცვლილებები შედის, რომელთა მიხედვითაც მანდატურებს უფლება-მოვალეობები

გაეზრდებათ. 
ახალ კანონპროექტს, რომელიც პარლამენტს რამდენიმე დღეში გადაეცემა, „ქორთიარდ მერიოტში“ განიხილავენ. 
შეხვედრას საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი, განათლების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური და დეპუტატები ესწრებიან. 
რაც შეეხება თავად კანონპროექტს, ცვლილებების მიხედვით ჯერ დედაქალაქში, შემდეგ კი ქვეყნის ყველა სკოლაში, როგორც სკოლის შიგნით, ასევე გარე პერიმეტრზე დამონტაჟდება სათვალთვალო კამერები.
ასევე, კანონპროექტი განათლებისა და შინაგან საქმეთა სამინიტროებს შორის დანაშაულის პრევენციის მიზნით კოორდინაციის გაზრდას ითვალისწინებს.
კანონპროექტში შეტანილი ცვლილებებითვე სკოლებში და მის გარეთ მოსწავლეებს შორის კონფლიქტის პრევენციის მიზნით, მანდატურს მიენიჭება უფლება, შეაჩეროს მოსწავლე და საჭიროების შემთხვევაში გამოიძახოს მშობელი და საპატრულო პოლიცია. 
ამასთან, მანდატურის მიღების მინიმალური ასაკი 21 წლამდე გაიზრდება. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30