გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერვიუ
ნიკოლ ფაშინიანი: საქართველოსთან საუკეთესო ურთიერთობა გვაქვს, თუმცა არის „ხორკლებიც“

25-04-2019

ინტერვიუში სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი «Независимая газета»-ს კორესპონდენტთან იური სიმონიანთან საუბრობს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე - მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებზე, ეკონომიკურ მდგომარეობაზე, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებაზე, რუსეთთან დამოკიდებულებაზე... რასაკვირველია, ინტერვიუში დასმული ერთ-ერთი კითხვა სამხრეთ კავკასიის რეგიონს, მათ შორის საქართველო-სომხეთის ურთიერთობასაც ეხება.


საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი NSP.GE გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:


როგორც პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ამასწინანდელი ვიზიტის დროს გაირკვა, არსებობს საკმაოდ ბევრი პრეტენზიები - მათ შორის ყარაბაღელი პოლიტიკოსების ვიზიტები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, საეკლესიო საკითხები და ჯავახეთში მომხდარი ეპიზოდური დაძაბულობებიც კი, რომლებიც, როგორც თბილისში ზოგიერთები თვლიან, ერევნის მიერ არის ინსპირირებულიო...


- არა, საქართველოსთან ურთიერთობა სტაბილურია. შესაძლოა, მასში აირეკლება ის კონფლიქტები, რომლებიც ჩვენს ქვეყნებში არსებობს, მაგრამ არასწორი იქნებოდა სხვადასხვა კონფლიქტების ერთ რიგში დაყენება. არცერთი კონფლიქტი არ ჰგავს მეორეს, მათ არ აქვთ ერთნაირი ფორმა, არ არსებობს საერთო ფორმულა მათი გადაწყვეტისათვის - არც სამხრეთ ოსეთისათვის, არც აფხაზეთისთვის და, ცხადია, არც მთიანი ყარაბაღისათვის. მე ვთვლი, რომ ჩვენ საქართველოსთან საუკეთესო ურთიერთობა გვაქვს. ეს არ ნიშნავს, რომ არ არის გარკვეული „ხორკლიანობა“, მაგრამ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან კონსტრუქციული დიალოგი გვაქვს აწყობილი, მეგობრული დამოკიდებულება.. ძალიან ხშირად ვხვდებით ერთმანეთს როგორც ოფიციალურად, ასევე არაფორმალურ ვითარებაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930