გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
დავით ბერძენიშვილი: პატრიარქი შევარდნაძესთან ერთად უნდა დასრულებულიყო

30-04-2019

"რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარე, ხათუნა სამნიძე ავრცელებს პარტიის წევრის, დავით ბერძენიშვილის განცხადებას, რომელშიც საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ილია მეორის სააღდგომო ეპისტოლეა გაკრიტიკებული.


ბერძენიშვილის შეფასებით, პატრიარქი და მისი ამალა ჯიუტად ერჩიან ცოდნას და 21- ე საუკუნეს.


“ეპისტოლე წავიკითხე და მეც დამრჩა შთაბეჭდილება, რომ სახიფათო ხასიათი მიიღო მისმა ფსევდოპატრიოტულმა, ანტიდასავლურმა, საბჭოთა და გვიანი შუასაუკუნეების დროში ჩარჩენილმა მარაზმმა. პატრიარქმა რომ არ იცის და არც უნდა გაიგოს, რომ მართლმადიდებლობა ქართული ეროვნული რელიგია არ არის და რომ ქართველებს საკუთარი ღმერთი არ ჰყავთ, ცუდია ძალიან. რამდენიმე კონფესიამ საქართველოში მკვეთრად გაუსწრო თანამედროვეობის აღქმით…. პატრიარქი და მისი ამალა კი ჯიუტად ერჩიან ცოდნას და 21- ე საუკუნეს. დაიმსხვრევა ამათ ხელში ეს შეკოწიწებული ” ერთადერთი და განუმეორებელი”…. უცოდინრები…უსამართლოებიც – გნებავთ უკრაინის ავტოკეფალიის საკითხში სინოდის წევრთა უმრავლესობის პოზიცია გავიხსენოთ და გნებავთ დეკანოზ მამალაძისადმი უღმერთო დამოკიდებულება…. შევარდნაძესთან ერთად უნდა დამთავრებულყო მისი მთავარი პარტნიორის – ილია მეორის ეპოქაც….პოსტსაბჭოურობის საწყისი ეტაპის ეს ორი ბურჯი პარტნიორობა/კონკურენციით აფერხებდა ქვეყნის განვითარებას…მომდევნო ხელისუფლებმაც გააგრძელეს ეს დახავსებული პოლიტიკა…ამის მიუხედავად, მაინც ვერ მოერევიან პროგრესს, ვერც ერთად და ვერც ცალ-ცალკე.


ძალიანაც მსიამოვნებს, რომ პატრიარქის, მისი შავბნელი ქვეშევრდომების პრორუსული თუ საქმოსნური საქმიანობის საჯარო მხილებით შევაჩვიეთ საზოგადოება მათი ნიღაბის ჩამოხსნას…ეს მართლა რელიგიის საქმეთა საბჭოთა რწმუნებულის ფუნქციის შემსრულებელი…”თვითმფრინავის საქმეზეც ისევე გაწირა 1984- ში სასულიერო პირი( ჩიხლაძე) სასიკვდილოდ, საბჭოთა სასამართლოში მისი პოზიციით, როგორც ახლა, დეკანოზ მამალაძეს წირავს მისი ”უპოზიციობით” – ნათქვამია განცხადებაში.





primetime.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930