გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სანდრო ბაზაძე მსოფლიოს საუკეთესო 16-ს შორისაა

30-04-2019

ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციამ განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა. სეულში გამართული ხმლით მოფარიკავეთა გრან-პრის შემდეგ ქართველმა სპორტსმენებმა ცხრილში პოზიციები შეიცვალეს. სანდრო ბაზაძე საუკეთესო 16-ს შორის დაბრუნდა. სამხრეთ კორეაში მოპოვებული ქულებით ის ერთი საფეხურით დაწინაურდა. ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო პერიოდში ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია.


მოახლოებულ ტურნირებში ქართველი მოფარიკავე უკვე განთესილთა შორის იქნება. ბექა ბაზაძემ ერთი პოზიციით უკან დაიხია და 53-ე ადგილზეა. მას ერთი საფეხურით ჩამორჩება მიხეილ მარდალეიშვილი, რომელიც სეულის გრან-პრიმდეც 54-ე იყო.


ქალთა რეიტინგში 24 პოზიციით დაწინაურდა თეოდორა კახიანი. ამჯერად ის 129-ეა. სამი საფეხურით დაქვეითდა ლიკა ჯიჯეიშვილი, რომელიც 78-ე ადგილს იკავებს.



1tv.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930