გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები უცხოური პრესა
"novoye-vremya"(აზერბაიჯანი): ისტორიულ-რელიგიური ობიექტი „კეშიჩკი-დაღი“ (დავით გარეჯი) აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარეობს

1-05-2019

აზერბაიჯანული გამოცემა, «Новое время» დავით-გარეჯის გარშემო შექმნილ სიტუაციას ვრცელი სტატიით ეხმაურება, სადაც ავტორი ქართულ მხარეს გარკვეულწილად უმადურობაში ადანასაულებს.


საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი NSP.GE გთავაზობთ მასალის ქართულენოვან ვერსიას მცირე შემოკლებით:


„თუ უეცრად გაიგებ, რომ შენი მეგობარი შენი მოკეთე არ არის...“ - არ მინდა, რომ ვლადიმერ ვისოცკის ამ ცნობილი სიმღერის სიტყვები საქართველოს მიმართ გამოვიყენო - იმ ქვეყნის მიმართ, რომელთან მეგობრობის ნიშნად აზერბაიჯანს ძალიან ხშირად საკუთარი ინტერესებისთვის საზიანო ნაბიჯებიც კი გადაუდგამს, იმდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მასთან მეგობრობას.


ნახევარი წელიც არ გასულა მას შემდეგ, რაც საფრანგეთის ყოფილმა მოქალაქემ, ამჟამად კი საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა თავი ანტიაზერბაიჯანული განხცადებებით დაგვამახსოვრა და ახლა საქართველოს მხრიდან მორიგი პოლიტიკური შეხლა-შემოხლის მოწმენი ვხდებით: მიზეზი - ისტორიულ-რელიგიური ობიექტი „კეშიჩკი-დაღი“, რომელიც აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარეობს. საინტერესოა, რომ ეს შეხლა-შემოხლა სწორედ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გამოიწვია თავისი განცხადებებით, რომლებიც უკვე მესამედ გაამწვავა სიტუაცია ტერიტორიული უთანხმოების საკითხში საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის. პრეზიდენტის ამგვარ ბრალდებებს კი საფუძველი "კეშიჩკი-დაღში“ არსებული დავით გარეჯის მონასტრის არქიმანდრიტმა კირიონმა დაუდო, რომლის თქმით: „აზერბაიჯანის ხელისუფლებამ სამი დღეა დავით გარეჯის მონასტერში მისასვლელი გზა გადაკეტა და იქ სასულიერო პირებს არ უშვებს“. სალომე ზურაბიშვილმა კი საჯაროდ განაცხადა, რომ ძალზე მნიშვნელოვანია საბოლოოდ დასრულდეს საქართველოსა და აზერბაიჯანის საზღვრის დადგენის [დემარკაციის] პროცესიო...
(...)
საინტერესოა, რატომ არ არაფერს ამბობს საქართველოს პრეზიდენტი „საზღვრის დემარკაციის მნიშვნელობაზე“ სომხეთთან? განა საქართველოს ამ ქვეყანასთან პრობლემები არ აქვს? აშკარაა, რომ სალომე ზურაბიშვილის მოქმედება ქართული შოვინისტური წრეების მოქმედების წახალისებას იწვევს. გავიხსენოთ თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის განცხადება - „ბაქო მზად უნდა იყოს, წითელი ხიდის გავლით ნახევარი მილიონი აზერბაიჯანელის მისაღებადო“. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ქართველები შანტაჟის ენით ლაპარაკს მიეჩვივნენ. ედუარდ შევარდნაძისა და მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში, ქართულმა საზოგადოებამ დღის წესრიგში ორჯერ დააყენა "კეშიჩკი-დაღის" ტერიტორიის გადაცემა საქართველოსათვის, რომლის ტერიტორიაზე დავით გარეჯის მონასტერი მდებარეობს. პირველად ასეთი თხოვნით ბაქოს საქართველოს ოფიციალურმა ხელისუფლებამ მიმართა - თბილისი აზერბაიჯანს, აღნიშნული ტერიტორიის სანაცვლოდ, იმავე ფართობის მქონე მიწას სხვა ადგილზე სთავაზობდა. ბაქომ კატეგორიული უარით უპასუხა და ამის შემდეგ ოფიციალურ დონეზე ამ საკითხის წამოწევა აღარ მომხდარა. 2012 წლის მაისში კი ჩატარდა საპროტესტო აქცია მოთხოვნით - საქართველოს ხელისუფლებას გადაედგა შესაბამისი ნაბიჯები, რათა სადაო ტერიტორია საქართველოს შემადგენლობაში შესულიყო.


საქართველოსა და აზერბაიჯანის საზღვრის სიგრძე 446 კილომეტრს აღწევს, რომლის მესამედი ჯერ კიდევ არაა დელიმიტირებული ორმხრივი ქართულ-აზერბაიჯანული სამთავრობოთაშორისო კომისია, საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის მიზნით, ჯერ კიდევ 1996 წელს შეიქმნა.


საქართველოში ძალიან ბევრი ეთნიკური აზერბაიჯანელი ცხოვრობს, რომლებიოც ქართული სახელმწიფოს მოქალაქეები არიან. ყველას ძალიან კარგად ესმის, რომ მათ თავიანთ ისტორიულ სამშობლოსთან ფართო კავშირები უნდა ჰქონდეთ, არ უნდა დაკარგონ თავიანთი ეროვნული იდენტობა და ორგანულად იქნენ ინტეგრირებულნი იმ ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოებაში, სადაც ისინი ცხოვრობენ. გარდა ამისა, საქართველოს აზერბაიჯანელი მოქალაქეები, მათ მიმართ განხორციელებული მრავალი პროვოკაციის მიუხედავად, არასდროს და არსად არ გამოუმჟღავნებიათ თავიანთი ცენტრისკენული (ანუ აზერბაიჯანისადმი მიერთების) პოზიციები. აზერბაიჯანულ საზოგადოებას არასდროს არ შეუქმნია პრობლემები ქართული სახელმწიფოსათვის. ბაქო საქართველოს უზრუნველყოფს გაზით, ნავთობით, ტურისტებით, საქართველო კი, თავის მხრივ, აზერბაიჯანის მიერ გაწეულ სიკეთეს არამეგობრულად პასუხობს. გამოდის, რომ საქართველოს ხელმძღვანელებს ძმობა და კეთიმეზობლობა უცნაურად ესმით.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930