2-05-2019
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ლადო კახაძე აგრძელებს მოსახლეობასთან ინტენსიურ შეხვედრებს.
ლადო კახაძემ საკუთარი პროგრამა და ინიციატივები ივანე მაჩაბელის და ალექსი მაჭავარიანის ქუჩის მცხოვრებლებს გააცნო. სოციალური მიმართულებით მთავარი ინიციატივა - სახელწმიფო დაზღვევის პროგრამის ფარგლებში დაფინანსების კიდევ უფრო გაზრდა. ასევე იმ მესაკუთრეთა უფლებების დაცვა, რომლებიც სხვადასხვა მიზეზთა გამო ამ დრომდე ვერ ახერხებენ ქონების დაკანონებას.
„საპარლამენტო საქმიანობის პირველივე დღე დაიწყება იმ პრობლემების, იმ თხოვნების სასწრაფოდ მოგვარებით, რასაც მე ვისმენ თქვენთან შეხვედრის დროს. ჯერ არავის გაუჟღერებია საკითხი, რომელსაც ვერ გადავწყვეტთ. პირველ რიგში მთავარია, რომ თქვენი დიდი მხარდაჭერა, რასაც მე ვხედავ თითოეულ შეხვედრაზე, ავსახოთ არჩევნების დღეს უპირობო გამარჯვებაში“ - განაცხადა ლადო კახაძემ.
13-01-2025