3-05-2019
დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, ვახტანგ გომელაურს, პარლამენტში ელოდებიან.
გომელაური საკანონმდებლო ორგანოს ყოველწლიურ ანგარიშს წარუდგენს.
სხდომა ნახევრად დახურულ ფორმატში ჩატარდება.
სუსის უფროსის მოსმენის ეტაპი იქნება ღია, ხოლო კითხვა-პასუხის დროს სხდომა დაიხურება.
ვახტანგ გომელაური სხდომაზე ყურადღებას გაამახვილებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ პრობლემებზე, პანკისის სპეცოპერაციაზე, თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე და შეეხება სხვა მნიშვნელოვან თემებსაც.
13-01-2025