გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სექსუალური შევიწროება კანონით დაისჯება

3-05-2019

დეპუტატებმა კანონპროექტს სექსუალური შევიწროების შესახებ კენჭი უყარეს დღევანდელ პლენარულ სხდომაზე. ცვლილებებს 102-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.


პარლამენტის გადაწყვეტილებით საქართველოში სექსუალური ხასიათის შევიწროებაზე გათვალისწინებული იქნება როგორც ფულადი ჯარიმები, ასევე გამოსასწორებელი სამუშაოები.


კერძოდ, საზოგადოებრივ ადგილებში პირის მიმართ არასასურველი სექსუალური ხასიათის ქცევა, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს მისი ღირსების შელახვას და ქმნის მისთვის დამაშინებელ, მტრულ, დამამცირებელ ან შეურაცხმყოფელ გარემოს, გამოიწვევს დაჯარიმებას – 300 ლარის ოდენობით. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ქმედება ჩადენილი იქნება ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში, ეს გამოიწვევს დაჯარიმებას – 500 ლარის ოდენობით, ან გამასწორებელ სამუშაოებს ერთ თვემდე ვადით.


საზოგადოებრივ ადგილებში პირის მიმართ არასასურველი სექსუალური ხასიათის ქცევა, რომელიც ჩადენილია წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, ორსულის, უმწეო მდგომარეობაში მყოფის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის მიმართ ან არასრულწლოვნის თანდასწრებით, გამოიწვევს დაჯარიმებას – 500-დან 800 ლარამდე.


ინიციატივით კონკრეტდება, რომ თუ ეს ქმედება ჩადენილი იქნება ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში ორი ან მეტი პირის მიერ, ეს გამოიწვევს დაჯარიმებას 800-დან 1000 ლარამდე, ან გამასწორებელ სამუშაოებს ერთ თვემდე ვადით, ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 10 დღემდე ვადით.


კანონპროექტში შენიშვნის სახით დაზუსტებულია, რომ სექსუალური ხასიათის ქცევაში იგულისხმება სექსუალური ხასიათის ფრაზების გამოთქმა ან მიმართვა, ასევე გენიტალური ორგანოების ჩვენება, ნებისმიერი სიტყვიერი, არასიტყვიერი ან სექსუალური ხასიათის სხვა ფიზიკური ქცევა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930