გაიგე განსხვავებული

პარასკევი, ივლისი 11, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით ბაგრატიონი შსს-მ გამოკითხვაზე დაიბარა

3-05-2019

დავით ბაგრატიონ-მუხრანელი ყოფილ მეუღლეზe შესაძლო ძალადობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოკითხვაზე დაიბარა.


ჯერჯერობით უცნობია, როდის გამოცხადდება ბაგრატიონი პოლიციაში.


ადვოკატების ინფორმაციით, დავით ბაგრატიონ-მუხრანელი ამ დრომდე ესპანეთშია და საქართველოში რამდენიმე დღეში დაბრუნდება.


დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ესპანეთში წასვლის მიზეზად დედამისის ჯანმრთელობის მდგომარეობა დასახელდა.



„გამოკითხვაზე დაბარების შესახებ მედიიდან გავიგე. პირადად ჯერ არავინ დამკავშირებია. რაც შეეხება იმას, თითქოს ბატონი დავითი გამოძიებას ემალება, არის სიცრუე. როდესაც ჩამოვა, თუ დაიბარებენ, აუცილებლად მიბრძანდება გამოკითხვაზე და უპასუხებს ყველა კითხვას. დასამალი არაფერი გვაქვს, რადგან ბატონი დავითი უდანაშაულოა. როგორც ვიცი, რამდენიმე დღეში დაბრუნდება საქართველოში”, – განაცხადა ადვოკატმა, ლევან მახარაშვილმა.




1tv.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031