გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ჭიათურის მერობის კანდიდატი მუნიციპალიტეტში შემავალი სოფლების მოსახლეობას შეხვდა

3-05-2019

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ჭიათურის მერობის კანდიდატი, გივი მოდებაძე წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მუნიციპალიტეტში შემავალი სოფლების - პერევისას, სკინდორის, წინსოფელის, ჭილოვანის, კალაურისა და შუქრუთის მოსახლეობას შეხვდა.


მმართველი პარტიის მერობის კანდიდატმა მოსახლეობას დეტალურად გააცნო მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები. გივი მოდებაძემ აიღო პასუხისმგებლობა, რომ უახლოეს პერიოდში მოწესრიგდება სასმელი წყლის სისტემა და უმოკლეს ვადაში დაიგება ახალი საუბნო გზები.


„ჩვენ მივალთ ყველა სოფელში, ყველა ოჯახში, გავიგებთ თითოეული ადამიანის საჭიროებას და ყველა პრობლემას გადავჭრით ძალიან სწრაფად. ჩვენ გვაქვს ამის რესურსი და რაც მთავარია, გვაქვს მხარდაჭერა, რომ კიდევ უფრო მაღალი ტემპებით გავაგრძელოთ ჭიათურის განვითარება“, - განაცხადა გივი მოდებაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031