4-05-2019
განათლების მინისტრის პირველი მოადგილე კულტურის მიმართულების სსიპ-ების გაერთიანების შესახებ კომენტარს აკეთებს.
"სამინისტრომ თავისი მმართველობის სისტემაში რეფორის მორიგი ეტაპი გამოცხადა, რომელიც დაიწყო ჯერ კიდევ სამინისტროების გაერთიანებამდე. ვგულისხმობ საჯარო დაფინანსების ევროპულ მოდელზე გადასვლას და ევროპული სტანდარტების გათვალისწინებას", - აცხადებს გიორგაძე.
მისივე თქმით, რეფორმის მორიგი ეტაპი გულისხმობს მმართველობის სისტემის, მისი ეფექტურობის გაუმჯებესების მიზნით სხვადასხვა სექტორული ან დარგობრივი სსიპ-ის გართიანებას, მათ შერწყმას.
"მომავალში ჩვენ ვაპირებთ მმართველობოთი სისტემის დახვეწასა და რეფორმის გაგრძელებას იმ თვალსაზრისით, რომ კიდევ შემოგთავაზებთ გარკვეულ ცვლილებებს, ისევ და ისევ შერწყმის ან სხვადასხვა სსიპ-ის გაერთიანების საფუძველზე ახალი სექტორული დარგობრივი მსხვილი სსიპ-ების შექმნით", - აღნიშნავს გიორგაძე.