გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
წინასაახალწლოდ „საქართველოს ფოსტა“ სამუშაო დროს 2 საათით გაზრდის

21-12-2017

მიმდინარე წლის 25 დეკემბრიდან 29 დეკემბრის ჩათვლით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქართველოს ფოსტის“ სერვისცენტრები გაზრდილი გრაფიკით იმუშავებენ.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, წინასაახალწლოდ საფოსტო პროდუქტებზე გაზრდილი მოთხოვნის, ფოსტის ახალი სერვისების მიმართ მაღალი ინტერესის გამო და მომხმარებელთა დიდი ნაკადის განტვირთვის მიზნით „საქართველოს ფოსტის“ სერვისცენტრებში სამუშაო დრო 2 საათით - დილის 09:30 საათიდან 19:00 საათამდე გაიზრდება.

წინასაახალწლოდ გაზრდილი დროის მონაკვეთში მომხმარებელს შეუძლია ისარგებლოს შემდეგი სერვისცენტრების მომსახურებით: თბილისში - 0102, სადგურის მოედანი №2; 0167, გლდანის 1 და 2 მკრ. შორის მდებარე სავაჭრო ცენტრი; 0190, კახეთის გზატკეცილი №34 ბ; 0179, ი.ჭავჭავაძის გამზ. №21; 0186, ვაჟა-ფშაველას გამზ. №69; 0160, პეკინის გამზ. №39; ქუთაისში - 4600, თამარ მეფის ქ. №56 და 4608, ზ.გამსახურდიას ქ. №32; ბათუმში - 6010, ხ.მელაშვილის ქ.№4 და 6004, ი.ჭავჭავაძის ქ. №90; ზუგდიდში - 2100, რუსთაველის ქ.№92; გორში - 1400, სტალინის ქ. №15 და რუსთავში - 3700, მეგობრობის გამზ. №9.“

ამჟამად, ქვეყნის მასშტაბით "საქართველოს ფოსტის“ 82 სერვის ცენტრი ფუნქციონირებს. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031