გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერი: მთავრობამ ხარვეზების არსებობა დაინახა და აქვს კონკრეტული გეგმა, თუ როგორ გამოსწორდეს ის

5-05-2019

მე კარგად მესმის, რომ როგორც ცენტრალური, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების დონეზე, ჩვენ გვაქვს ხარვეზები, მათი ნაწილი უკვე აღმოფხვრილია და ვიცით, თუ როგორ გამოვასწოროთ ის, რაც დარჩენილია - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ შაბათი ქრონიკასთან საუბრის დროს განაცხადა.

მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, რომ მთავრობამ პრობლემებისა და ხარვეზების არსებობა დაინახა და აქვს კონკრეტული გეგმა, თუ როგორ გამოსწორდეს ის. მთავრობის მეთაურის თქმით,ყველაფერი პროგრამის შესრულების სიჩქარეზე, ტემპებზე და ეფექტურობაზეა დამოკიდებული.

პრემიერ-მინისტრის შეფასებით, ბოლო სამი თვის განმავლობაში, ციფრების გათვალისწინებით, სახეზეა მნიშვნელოვანი ხარისხმობრივი გაუმჯობესება, თუნდაც შარშანდელ წელთან შედარებით.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031