გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბახტაძე: საქართველომ უნდა დაიბრუნოს განათლების კერის სტატუსი მთელი რეგიონისთვის

5-05-2019

ჩვენი სტუდენტები და ახალგაზრდები, რომლებიც მიდიოდნენ ევროპულ საუკეთესო უნივერსიტეტებში განათლების მისაღებად, ისინი შეძლებენ სამშობლოში მიიღონ ასეთივე უმაღლესი, ევროპული ხარისხის განათლება - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საქართველოს ევროპის განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ასოციაციაში გაწევრიანების შეფასების დროს განაცხადა.

მამუკა ბახტაძემ აღნიშნულ გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდა. პრემიერ-მინისტრის თქმით, ქართული დიპლომი აღიარებული იქნება ევროპაში. მისი განცხადებით, მთავრობის სტრატეგიაში ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი არის დათმობილი სწორედ განათლებისთვის და საქართველომ უნდა დაიბრუნოს განათლების კერის სტატუსი მთელი რეგიონისთვის.

„რა თქმა უნდა ეს არის პოლიტიკური წარმატება, ეს არის წარმატება ჩვენს საერთაშორისო პოლიტიკაში, ვინაიდან ეს არის ევროინტეგრაციის გზაზე გადადგმული ერთ-ერთი პრინციპული ნაბიჯი, ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებით, როგორიც არის განათლება. ჩვენი სახელმწიფობერივი სტრატეგია არის ის, რომ საქართველო უნდა გადავაქციოთ რეგიონის ცენტრად. ბუნებრივია,ამ სტრატეგიაში ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი არის დათმობილი სწორედ განათლებისთვის. ჩვენ უნდა დავიბრუნოთ განათლების კერის სტატუსი მთელი რეგიონისთვის“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031