გაიგე განსხვავებული

კვირა, ივლისი 13, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი ქობულია მზად არის ეკონომიკის მინისტრად მუშაობის 8-თვიანი ანგარიში პარლამენტს წარუდგინოს

5-05-2019

გიორგი ქობულია მზად არის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრად მუშაობის 8-თვიანი ანგარიში პარლამენტს წარუდგინოს , თუკი ინტერესი იქნება. აღნიშნულთან დაკავშირებით გიორგი ქობულიამ "ფორბსის კვირაში" ვრცლად ისაუბრა და განაცხადა, რომ ის თავს ხალხის წინაშე ვალდებულად თვლის.


„მე მგონია, რომ დღეს ეკონომიკის სამინისტრო თავისი შესაძლებლობებით და მუშაობით არის ერთ-ერთ საუკეთესო ფორმაში ბოლო წლებთან შედარებით. თუ ლაპარაკი ეხება სამინისტროს მუშაობის შედეგიანობას, მე მზად ვარ წარვადგინო ანგარიში, თუ რა იყო გაკეთებული და რა შედეგებს მივაღწიეთ. მზად ვიქნებოდი წარმედგინა პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტისთვისაც, თუ ამის სურვილი იქნებოდა რა თქმა უნდა“ - აცხადებს ყოფილი მინისტრი.

ქობულიას თქმით, ის თავს მოვალედ თვლის პარლამენტის წინაშე.


„ მე მოვალედ ვთვლი ჩემ თავს პარლამენტის წინაშე, რადგანაც პარლამენტი არის ჩვენი მოსახლეობის წარმომდგენლობა-ვის წინაშეც ვთვლი, რომ ჩემი ანგარიში უნდა წარვადგინო. თუ ამის ინტერესი იქნებოდა, მე მზად ვიქნებოდი ეს გამეკეთებინა“ - აცხადებს ქობულია გადაცემა „ფორბსის კვირაში“.


ამასთან, ქობულია აღნიშნავს, რომ დღევანდელი მმართველი ძალა არის ერთადერთი ლეგიტიმურად არჩეული ძალა და ის, რომ დღეს გიორგი ქობულია „მმართველ გუნდში არ ეწერება“, გარკვეულწილად ნიშნავს, რომ ეს ხალხის გადაწყვეტილებაც არის.


"რამდენად სწორად წავიდა ქობულია, თუ არასწორად წავიდა, არ არის იმდენად სალაპარაკო და არ არის ბევრი გასარჩევი" - აცხადებს ქობულია.


ipn.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031