გაიგე განსხვავებული

ხუთშაბათი, აგვისტო 07, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნიკოლოზ მეტრეველი: ეს იყო გაფრთხილება-„შეჩერდი, თორემ გესვრი!“

7-05-2019

„თავისთავად ფაქტი არის ძალიან შემაშფოთებელი და რეზონანსული. რასაკვირველია, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თითოეული ადამიანის უსაფრთხოება იყოს დაცული. უფრო მეტ დეტალს ველოდები გატარებულ ღონისძიებებთან დაკავშირებით. ამ ეტაპისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა სუს-მა და კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა ნებისმიერი, არსებული თუ ყოფილი მაღალჩინოსნის უსაფრთხოება, მისი ოჯახის უსაფრთხოება უნდა იყოს მაქსიმალურად დაცული"-ამის შესახებ პოლიტოლოგმა ნიკოლოზ მეტრეველმა განაცხადა.
მისივე თქმით, სუს-ის მოქმედება სრულიად გასაგებია სამართლებრივადაც. 

"მან ფაქტის გახმაურებით მოახდინა დანაშაულის პრევენცია. ეს დაახლოებით იგივეა, როგორც, მაგალითად გაფრთხილება: „შეჩერდი თორემ გესვრი!“

ამავდროულად ვფიქრობ, რომ მეტი სიცხადე უნდა იყოს საქმეში, რათა თითოეულ მოქალაქემდე მივიდეს ინფორმაცია, რადგან მეორე მხრივ უკვე ჩაერთო პროპაგანდის და დეზინფორმაციის მანქანა, რომელიც შეეცდება რომ საპირისპიროდშეამოტრიალოს ეს საქმე და საბოლოო ჯამში დამნაშავე ისევ ხელისუფლება გამოვიდეს. "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური ამოცანაა მაჩალიკაშვილის გამოყენება ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლისთვის"-აცხადებს მეტრეველი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031