გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები უცხოური პრესა
აზერბაიჯანელი დეპუტატი დავით გარეჯთან დაკავშირებით: არ გამოვრიცხავ ტერიტორიების გაცვლას

8-05-2019

აზერბაიჯანის მილი-მეჯლისის დეპუტატის, რასიმ მუსაბეკოვის განცხადებით, დავით გარეჯის ტერიტორიაზე მისულ მომლოცველებს პრობლემები არ უნდა შეექმნათ.

ამის შესახებ დეპუტატმა აზერბაიჯანულ გამოცემა «Каспiй»-სთან საუბარში განაცხადა.


ვთვლი, რომ აუცილებელია ამ სამონასტრო კომპლექსის არეალში ისეთი სასაზღვრო რეჟიმი იყოს, რომ მომლოცველებს პრობლემები არ შეექმნეთ. რაც შეეხება პრობლემის გადაწყვეტის გრძელვადიან პერსპექტივას, ალბათ, უნდა ვიფიქროთ ისტორიულ-კულტურული ნაკრძალის შექმნაზე, ორივე მხარის მიერ ერთმანეთთან შეთანხმებული სასაზღვრო რეჟიმით. არ გამოვრიცხავდი და არ ვუარყოფდი ტერიტორიების გაცვლის ვარიანტსაც სასაზღვრო ზოლში, რომელიც ასევეე ურთიერთშეთანხმებული იქნება. იქ არის რამდენიმე მონაკვეთი, რომლებზეც მხარეებს პრეტენზიები აქვთ. მოკლედ, პრობლემა ყოველგვარი ისტერიკისა და დაძაბულობის გარეშე, ერთმანეთის პატივისცემის საფუძველზე უნდა მოგვარდეს - ისე, როგორც აზერბაიჯან-საქართველოს მეგობრულ და სტრატეგიულ თანამშრომლობას შეეფერება“-განაცხადა დეპუტატმა.


P.S. სტატიის ვრცელი, ქართულენოვანი ვერსია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: www.region.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930