გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი პეტრიაშვილმა შსო-ს ექსკლუზიური ჯილდო მიიღო

8-05-2019

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO-ACTRAV) მშრომელთა აქტივობების ბიუროს დირექტორმა, მარია ჰელენა ანდრემ ირაკლი პეტრიაშვილი სპეციალური სერტიფიკატით დააჯილდოვა.

სერტიფიკატი საქართველოს პროფკავშირების თავმჯდომარეს ღირსეული შრომის პრინციპების დანერგვის საქმეში შეტანილი წვლილისთვის მიენიჭა.

როგორც პროფკავშირებში აცხადებენ, ასეთი ავტორიტეტული ორგანიზაციის ჯილდოს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. აღსანიშნავია, რომ შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია (შსო - ILO) გაეროს უმსხვილესი ბიუროა, თუმცა გაეროზე მეტი ხნისაა და წელს მისი 100 წლის იუბილე აღინიშნება. სწორედ ეს ორგანიზაციაა მსოფლიოში სოციალურ სამართლიანობისა და ღირსეული შრომის მაღალი სტანდარტების დამდგენი და მთავარი შემფასებელი.

ირაკლი პეტრიაშვილს ექსკლუზიური ჯილდო „ღირსეული შრომის პრინციპების დანერგვის საკითხში პირადი ღვაწლისა და აქტიური თანამშრომლობისთვის“ მიენიჭა. მსოფლიო პროფკავშირულ საქმიანობაში შეტანილი წვლილისათვის გადაეცა სპეციალური სერტფიკატი საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებასაც.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031