გაიგე განსხვავებული

პარასკევი, ივლისი 11, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზესტაფონის მერობის კანდიდატი სოფელ არგეთაში ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

8-05-2019

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ზესტაფონის მერობის კანდიდატი გიორგი გოგლიჩიძე სოფელ არგეთაში ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდა და მათ სამომავლო ხედვები გააცნო.

გიორგი გოგლიჩიძემ შეხვედრის მონაწილეებს მადლობა გადაუხადა იმ შრომისა და თავდადებისთვის, რასაც თითოეული მათგანი ქვეყნის ეკონომიკისთვის აკეთებს. ,,ვიმყოფებოდი ,,ჯი თი ემ გრუპის” საწარმოში, სადაც თანამშრომლებისგან მივიღე თანადგომისა და მხარდაჭერის მუხტი. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ქმნიან დოვლათს, არიან ეკონომიკის სტაბილური განვითარების გარანტი. მე მათ ვუთხარი, რომ მერობის კანდიდატის, გიორგი გოგლიჩიძის მხარდაჭერით, ისინი ხმას მისცემენ ქალაქის განვითარებას, ჯანსაღ ურთიერთობებსა და დაგროვებული პრობლემების მოგვარებას. 19 მაისს ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ”, – განაცხადა გიორგი გოგლიჩიძემ საწარმოს თანამშრომლებთან შეხვედრაზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031